“ოცი დღე ებრძოდა დედა-შვილი სიკვდილს, მაგრამ სამწუხაროდ ორივე გარდაიცვალა..” – ნახეთ ვინ არიან ბათუმში კოვიდით დაღუპული დედა-შვილი

0

კოვიდ19-მა ბათუმში დედა-შვილი იმსხვერპლა. ისინი კლინიკა „ბაუში“ იყვნენ მოთავსებული. ახლობლების თქმით, პაციენტები ვერაგ ვირუსს 20 დღეზე მეტია, რაც ებრძოდნენ, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეებში დამძიმდა.
„ბიჭი 31 წლის იყო, რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა, დედა მედიცინის მუშაკია. ორივე კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, თუმცა ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს,”- ამბობს ოჯახის ახლობელი.

55 წლის ქალს თანმხლები დაავადებები აწუხებდა.
კლინიკის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული დედა-შვილი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა:
„მათი მდგომარეობა თავიდანვე მძიმედ შეფასდა. 10 დღის შემდეგ, რეანიმაციულ განყოფილებაში მოვათავსეთ, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ. დედა გუშინ დაიღუპა, შვილი დღეს“.
უკანასკნელ 24 საათში, საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირებული 74 პაციენტი გარდაიცვალა.

Share.