“ორსულად იყო პირველ ბავშვზე, ჩახუტებაც ვერ მოასწრო..” – ნახეთ ცნობილია ვინ არის ორსული გოგონა, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა

0

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენში ორსული გარდაიცვალა. 30 წლის ქალი პირველ შვილს ელოდებოდა და ერთ-ერთ საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა.
ახლობლების თქმით, ქალს კორონავირუსი ჰქონდა გადატანილი და როგორც გაირკვა, თრომბი განუვითარდა, რაც გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად სახელდება.
”მხიარული ჩვენი ბაღი გლოვის ზარმა მოიცვა, გარდაიცვალა 5-6 წლიანი ჯგუფის აღმზრდელ-პედაგოგი მარიამ მესხიძე. რომელიც

სითბოს და სიყვარულს ასხივებდა, როგორ ძნელია წარსულში შენზე საუბარი… როგორი გაუსაძლისი ტკივილი დაგვიტოვე შენს თანამშრომლებს, ჩვენო თბილო კეთილო და საყვარელო მეგობარო, ნათელი და სანთელი შენს ლამაზ სულს მარი, შენ ყოველთვის ჩვენს გულში იქნები ტკბილი მოგონებებით.” – წერია ქვენატკოცის საბავშვო ბაღის განცხადებაში.

Share.