“ორი შვილის თვალწინ ახრჩობდა,შემდეგ კი დანა..” – ნახეთ ვინ იყო ქმრის მიერ მოკლული 26 წლის გოგო

0

ამწუთებში ცნობილი ხდება თელავში მოკლული ახალგაზრდა გოგოს ვინაობა. დაღუპული 26 წლის მა­რი­ამ გამ­ტკი­ცუ­ლაშ­ვი­ლია. არსებული ინფორმაციით, მარიამი ქმარ­მა ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის თან­დას­წრე­ბით მოკ­ლა.“მუდ­მი­ვად ემუქ­რე­ბო­და და ძა­ლა­დობ­და მას­ზე. ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში შსს-მ კაცი და­ა­კა­ვა, თუმ­ცა 2000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. დღეს, შუ­ა­დღი­სით მი­ა­კი­თხა სახ­ლში, ჯერ ახ­რჩობ­და, შემ­დეგ კი და­ნით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის თვალ­წინ მი­ა­ყე­ნა.” – აცხა­დებს მოკ­ლუ­ლის ახ­ლო­ბე­ლი..

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული თ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს 1996 წელს დაბადებულ მ.გ-ს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის
არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

Share.