14 დღეა ბათუმში დაკარგულ 14 წლის მოზარდს, ალექსანდრე მიქელაძეს უშედეგოდ ეძებენ.
იგი 16 იანვარს, 22 საათიდან გაუჩინარდა და მას შემდეგ კვალს ვერსად მიაგნეს.
„პირველ რიგში მივმართავ ალექსანდრეს, დე. ნურაფრის გეშინია, დე. გთხოვ გამოჩნდი, ჩემამდე მოდი და
ყველა შენი პრობლემა იქნება განულებული. ასევე მივმართავ საზოგადოებას: მხოლოდ ჩემს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდენით. მე ორი სიტყვით მაინც დავწერ, რომ ჩემი ალექსანდრე ვნახე“,- ამბობს ალექსანდრეს დედა.