თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი სოციალურ ქსელში ორხევის უკანონო დანგრევასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“პირი, რომელსაც თბილისის მერიამ, ორხევის დასახლებაში უკანონო ნაგებობა დაუნგრია, 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულია.
სახელმწიფომ კომპენსაციის სახით, 2015 წელს, 356 274 ლარი გადაუხადა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული პიროვნება ფლობს ორ ბინას ვაკის რაიონში” – წერს ნიბლოშვილი.
პოსტი:
წყარო: dainteresdi.club