”ორივეს ბრმა ტყვია მოხვდა, მამაკაცი თავს იკლავდა, დეიდამ კი ხელის შეშლა სცადა…” – შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა…

0

ცოტა ხნის წინ, თბილისში მაჩაბლის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სროლის ხმა ისმოდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაჭრილია ორი ადამიანი. ორივე საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„პრაიმტაიმმა“ სანდო წყაროზე დაყრდნობით შემდეგი ინფორმაცია მოიპოვა: დაჭრილები ახლო ნათესავები არიან. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ 37 წლისაა, თავის მოკვლას ცდილობდა, რაშიც მას ხელი, სახლში მყოფმა ოჯახის ახლობელმა, სავარაუდოდ ქალბატონმა შეუშალა. წყაროს ცნობით, ის ახალგაზრდა მამაკაცის დეიდაა. იარაღის წართმევის დროს კი, მოხდა გასროლა. რა დროსაც ორივე დაიჭრა. ქალბატონი ფეხშია მსუბუქადაა დაჭრილი.

ამ ეტაპისთვის შსს დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა დაგვიდასტურეს, რომ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაცაა აღძრული.
შსს ცნობით, ამ ეტაპისთვის მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს, 115-ე, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, 124-ე-რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას და 236-ე მუხლით, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ითვალისწინებს.
წყარო: ”პრაიმტაიმი”

Share.