ნახეთ როგორია ბავშვის მდგომარება, რომელსაც გუშინ ავტო-ავარიაში მშობლები და პატარა და დაეღუპა

0

ქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ერთ-ერთი დაზარალებული სამი წლის ბავშვი ბათუმის იაშვილის დედათა და ბავშვთა ცენტრშია გადაყვანილი. ბავშვი მართვით სუნთქვაზეა, მას ორი რთული ოპერაცია ჩაუტარდა.
„როგორც კი ქობულეთში მუცლის ღრუს ოპერაცია დასრულდა და ბავშვის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, ის ბათუმის იაშვილის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადმოვიყვანეთ, რადგან აღენიშნებოდა ქალა-ტვინის დაზიანება და მრავლობითი მოტეხილობები.“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

შეგახსენებთ ცოტახნის წინ ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე დაეჯახნენ. მომხდარის შედეგად, დაიღუპა ოთხი ადამიანი – ცოლ-ქმარი, მათი ათი წლის შვილი და ნათესავი. მართვით სუნთქვაზე მყოფი ბავშვი, გარდაცვლილების მეორე შვილია.

Share.