ნახეთ რა საჩუქარი გაუკეთა თემურ ჭყონიამ საახალწლოდ ბავშვს, რომელიც 20 ლარის გამო ექსკურსიაზე ვერ წავიდა

0

სოციალურ გვერდზე “ბოსს”, ვრცელდება შემდეგი სახის პოსტი:
ძალიან დიდი დაინტერესება და აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში დახმარების ჯგუფი სიკეთის ქალაქის მიერ გადაღებულმა ვიდეომ, რომელიც გავავრცელეთ ამ 2 დღის წინ, კასპში მცხოვრები ალეკო ბუთხუზის შესახებ. ეს ვიდეო იყო 9 წლის ბიჭზე, რომელიც ჯართს აგროვებს და ხშირად ასე ყიდულობს პურს….ეს ოჯახი ცხოვრობს უკიდურესს სიღატაკეში,მათ აქვთ მხოლოდ სოციალური შემწეობა სახელმწიფოდან და უფასო სასადილოდან ერთი ადამიანის ულუფა დღეში…გადაღებაზე ჩასულმა გავარკვიე იმ დღეს, რომ ბავშვი ნერვიულობდა და განიცდიდა ექსკურსიაზე წაუსვლელობას უფულობის გამო…..ასევე ეს ვიდეო არის ბიჭზე, რომელსაც საახალწლოდ თავად სურს ფული შეაგროვოს და იყიდოს ნაძვის ხე.
<3 ამ პატარა ბიჭისათვის ეს ახალი წელი ოცნებების ასრულების წელია <3 ….სიკეთის ქალაქის ჯგუფის განცხადება:

 

<3 ბედნიერები ვართ სულ ახალი ინფორმაციით <3 დაგვირეკა თემურ ჭყონიამ (კოკა-კოლას პრეზიდენტი) და მან თავისი დახმარება შემოგვთავაზა კასპში მცხოვრები ალეკო ბუთხუზისათვის <3 ბატონმა თემური მოგვაწვდის თანხას, რომ ალეკო თავის და-ძმასთან ერთად ჩავიყვანოთ თბილისში და შევუძინოთ მათ ტანსაცმელი რაც ესაჭიროებათ <3 ასევე ბატონი თემური თავის თავზე იღებს ოჯახზე ზრუნვას…მისი დახმარებით ოჯახს გაუკეთდება სახლში რემონტი და მოუწესრიგდება საცხოვრებელი პირობები <3 ოჯახს შეუძენენ ავეჯს და საყოფაცხოვრებო ტექნიკას <3 მადლობა მინდა ვუთხრა ამ სიკეთისათვის „კოკა-კოლას“ პრეზიდენტს თემურ ჭყონიას <3 #კოკაკოლა Coca-Cola Bottlers Georgia <3 დიდი მადლობა თვითოეულ ქართველს ამ ბიჭის დახმარებისათვის,სწორედ მათი დახმარებით შეგროვდა სულ ერთ დღეში, რამოდენიმე თვის სამყოფი საკვები მარაგი.განსაკუთრებული მადლობა ქართველ ემიგრანტებს ამ დახმარებისათვის <3 მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ალეკო ბუთხუზის გამო შეგვეხმიანა <3 ბევრი ადამიანი ჩავიდა და დაეხმარა ოჯახს,შეგროვებულია 5-6 თვის საკვების მარაგის თანხა <3 გადახდილია ოჯახის ვალი <3 ასევე ოჯახს დღეიდან აღუდგება წყლის მიწოდება…,გასტუმრებულია წყლის დავალიანება <3 დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ კასპის სოციალურ სააგენტოს ხელმძღვანელს და მის თანამშრომლებს,ამ ორი დღის განმავლობაში დახმარებისა და თანადგომისათვის ( ეს ოჯახი ვიდეოს დადებამდეც იღებდა ყველა იმ დახმარებას რაც გათვალისწინებული იყო სახელმწიფო პროგრამით.
მადლობა ხალხს ამ სიკეთისათვის <3 ეს ყველაფერი ერთად შევძელით <3 ასე ერთად ერთმანეთის გადარჩენას შევძლებთ. <3 <3 <3

#სიკეთეგადამდებია #სიკეთისქალაქი ვიდეოს გადავიღებთ და სულ რამოდენიმე დღეში დავდებთ.

Share.