“ნაქირავებ ბინაში წაიყვანა და მოკლა საწყალი გოგო..” – ნახეთ თბილისში ახალგაზრდა ქალი სასტიკად მოკლეს. აი ვინ აღმოჩნდა მკვლელი

0

მკვლელობა მოხდა დიღომში. მოკლულია ახალგაზრდა ქალი. პოლიციამ მკვლელი უკვე დააკავა, ის უცხოელი აღმოჩნდა.
”ამ კორპუსში ძალიან ბევრი უცხოელი ცხოვრობს. მთელი დღე ეძებდნენ ამ გოგოს, რომ ვერ დაუკავშირდნენ, შემდეგ გამოიძახეს პოლიცია და ასე იპოვეს გარდაცვლილი. მე პოლიციის მოსვლის შემდეგ გავიგე ამ მკვლელობის შესახებ“, მითხრეს, რომ დამნაშავე უცხოელია და პოლიციამ უკვე დააკავა“,- ამბობს ადგილობრივი.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ზ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ “112”-ში ერთ-ერთი ბი­ნის მე­პატ­რო­ნის­გან შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ მის მიერ გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ბი­ნის კარი და­კე­ტი­ლი იყო, ხოლო დამ­ქი­რა­ვე­ბე­ლი – უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ი.ზ. კონ­ტაქ­ტზე არ გა­მო­დი­ო­და. მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ად­გილ­ზე გა­მო­ცხად­დნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მაშ­ვე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ბი­ნის კა­რის სა­კე­ტის გა­ღე­ბა და­ი­წყეს, რა დრო­საც კარი შიგ­ნი­დან გა­ა­ღო ი.ზ.-მ და გაქ­ცე­ვას შე­ე­ცა­და. მან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს, თუმ­ცა მაშ­ვე­ლებ­მა მას გაქ­ცე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს და პო­ლი­ცი­ის მის­ვლამ­დე მო­ა­ხერ­ხეს მისი შე­ჩე­რე­ბა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე მა­მა­კაც­მა თბი­ლის­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს – 1982 წელს მ.ს.-ს სხე­ულ­ზე ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს“, – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

Share.