“მწუხარებით მინდა გაცნობოთ რომ..” – ნახეთ ედუარდ სააკაშვილმა უმძიმესი განცადება გააკეთა

0

“წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ და­ვი­წყე სა­კუ­თა­რი თა­ვის მომ­ზა­დე­ბა იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბო­და და იმის­თვის, რომ ის, შე­საძ­ლოა, ცი­ხე­ში წა­სუ­ლი­ყო და თა­ნაც დიდი ხნით. თა­ვი­დან ეს რთუ­ლი მი­სა­ღე­ბი იყო, მაგ­რამ ამის­თვის სა­კუ­თა­რი თა­ვის მომ­ზა­დე­ბა და­ვი­წყე.
რის­თვი­საც არ ვი­ყა­ვი მზად, არის ის, რომ და­ახ­ლო­ე­ბით, ერთი წლის შემ­დეგ ის იბ­რძო­ლებ­და სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის­თვის. ამის­თვის არც
ერთი ჩვენ­გა­ნი არ ვი­ყა­ვით მზად”, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შვილ­მა ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც გა­ი­მარ­თა დის­კუ­სია თე­მა­ზე: “პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი, რო­მელ­თა სიკ­ვდი­ლის ბრძა­ნე­ბა გას­ცეს: კარა-მურ­ზა, გო­რი­ნო­ვი და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი“.

ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილ­მა მისი მა­მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ რაც მე­ტად იქ­ნე­ბა კონ­სენ­სუ­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რომ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ნამ­დვი­ლად რთუ­ლია და რომ სა­ა­კაშ­ვილს სჭირ­დე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ გაშ­ვე­ბა, მით რე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა, რომ ეს ნამ­დვი­ლად ასე მოხ­დეს.
“მოდი გა­და­ვი­ნაც­ვლოთ იმა­ზე, რა მოხ­და მას შემ­დეგ, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­და­ა­ბა­რა. ის იყო ქვეყ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბუ­ლი მას შემ­დეგ, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა და ეს იყო ძა­ლი­ან რთუ­ლი დრო მის­თვის. ვფიქ­რობ, ბოლო პე­რი­ოდ­ში უკვე იყო წმინ­და ნოს­ტალ­გი­ის კულ­მი­ნა­ცია და გან­ცდის, რომ მას კი­დევ შე­უძ­ლია წვლი­ლის შე­ტა­ნა.

ის ცხოვ­რობ­და უკ­რა­ი­ნა­ში, უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში იყო პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის მრჩე­ვე­ლი, მაგ­რამ სულ უფრო მეტს სა­უბ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე. ბევ­რი ჩვენ­გა­ნი ამის წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვით, რად­გან გულ­წრფე­ლად ვი­ცო­დით, რა გა­მო­ვი­დო­და აქე­დან, ვი­ცო­დით, რომ იყო და­პა­ტიმ­რე­ბის ძა­ლი­ან დიდი რის­კი და ამის ნახ­ვა არ გვსურ­და. წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ მე და­ვი­წყე სა­კუ­თა­რი თა­ვის მომ­ზა­დე­ბა იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბო­და და იმის­თვის, რომ ის შე­საძ­ლოა, ცი­ხე­ში წა­სუ­ლი­ყო და თა­ნაც დიდი ხნით.

თა­ვი­დან ეს რთუ­ლი მი­სა­ღე­ბი იყო, მაგ­რამ ამის­თვის სა­კუ­თა­რი თა­ვის მომ­ზა­დე­ბა და­ვი­წყე. რის­თვი­საც არ ვი­ყა­ვი მზად, არის ის, რომ და­ახ­ლო­ე­ბით, ერთი წლის შემ­დეგ ის იბ­რძო­ლებ­და სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის­თვის. ამის­თვის არც ერთი ჩვენ­გა­ნი არ ვი­ყა­ვით მზად. ეს ნამ­დვი­ლად შოკი იყო ჩვენ­თვის. ყო­ველ ჯერ­ზე, როცა მას ვნა­ხუ­ლობ უკა­ნას­კნე­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ჩემ­თვის მისი ნახ­ვა ყო­ველ­თვის მარ­ტი­ვი არ არის, რად­გან ხში­რად არ გვიშ­ვე­ბენ, მაგ­რამ როცა მას ვნა­ხუ­ლობ, ყო­ველ ჯერ­ზე ის არის უფრო სუს­ტად და სიმპტო­მე­ბი რომ უა­რეს­დე­ბა, ძა­ლი­ან ცხა­დია.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­უბ­რობ­და, რომ მა­მა­ჩე­მი სი­მუ­ლი­რებ­და, რომ მას უბ­რა­ლოდ ცი­ხი­დან უნ­დო­და თა­ვის დაღ­წე­ვა. ცოტა ხნის წინ მათ ტონი აშ­კა­რად შეც­ვა­ლეს, მას შემ­დეგ რაც ძა­ლი­ან ბევ­რმა ექიმ­მა გა­მო­იკ­ვლია მა­მა­ჩე­მის მდგო­მა­რე­ო­ბა, მათ შო­რის, უცხო­ელ­მა ექი­მებ­მა აშშ-დან და ბრი­ტა­ნე­თი­დან და და­ას­კვნეს, რომ ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა. ცოტა ხნის წინ სა­ა­ვად­მყო­ფომ, რო­მელ­შიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბა, თა­ვად გა­მარ­თა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია და აღი­ა­რა, რომ დიახ, ის არის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და მისი ჯან­მრთე­ლო­ბა უა­რეს­დე­ბა. ახლა მთავ­რო­ბა უკვე აღი­ა­რებს, რომ ყალ­ბი ამა­ში არა­ფე­რია და სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა რე­ა­ლუ­რად მძი­მეა, თუმ­ცა იქვე ამა­ტე­ბენ, რომ ეს თვით­მკვლე­ლო­ბაა და რომ ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა, შე­საძ­ლო ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი მის მი­ერ­ვე არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, რომ ეს არ არის სუ­ი­ცი­დი. მა­მა­ჩე­მი სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვის და სწო­რედ ამის­თვის ვართ აქ, გვსურს, რომ მას და­ვეხ­მა­როთ იცო­ცხლოს და გვსურს და­ვეხ­მა­როთ იპო­ვოს გა­მო­სა­ვა­ლი ამ სა­ში­ნე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან.

რო­დე­საც ის და­ა­პა­ტიმ­რეს, და­ახ­ლო­ე­ბით, ერთი წლის წინ, ჩვე­ნი ოჯა­ხი და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ მარ­ტო­სუ­ლად ვგრძნობ­დით თავს ამ ძლი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­შე, რო­მელ­მაც ჯი­უ­ტად გა­და­წყვი­ტა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხე­ში უნდა და­ტო­ვოს ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში. მაგ­რამ იმე­დი მოგ­ვცა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბამ და უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს გაგ­რძელ­დეს და მად­ლი­ე­რი ვარ ამ ოთახ­ში მყო­ფი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის, ვი­საც წვლი­ლი შე­აქვს ამ მა­ღა­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და გაზ­რდა­ში. უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში ვნა­ხეთ, რომ პრე­ზი­დენ­ტმა მაკ­რონ­მა და მე­გობ­რებ­მა ისა­უბ­რეს მა­მა­ჩე­მის შე­სა­ხებ, გა­მარ­თეს პრეს­კონ­ფე­რენ­ცია, გა­ა­კე­თეს მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­წო­დე­ბა.

პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ მო­უ­წო­და მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ, ევ­რო­კავ­ში­რის 27-მა წევ­რმა ქვე­ყა­ნამ მა­ღალ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო დო­ნე­ზე ასე­ვე გა­ა­კე­თეს ეს მო­წო­დე­ბა, Рuman Rights Watch-მა და Amnesty International- მა, ვნა­ხეთ ბევ­რი რე­ზო­ლუ­ცია, ეს უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან რაც მე­ტად იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სენ­სუ­სი, რომ მა­მა­ჩე­მის სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­შია და რომ გა­მო­სა­ვა­ლი, რო­მელ­საც ჩვენ და ყვე­ლა სთა­ვა­ზობს, რომ გა­იგ­ზავ­ნოს ის სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ, ეს არის ცალ­სა­ხა გა­მო­სა­ვა­ლი, ეს გაზ­რდის იმის შანსს, რომ ეს ნამ­დვი­ლად მოხ­დე­ბა. რო­დე­საც მა­მა­ჩე­მი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა და მას მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მა, ეს იქ­ნე­ბა ამ ოთახ­ში მსხდო­მი ადა­მი­ა­ნე­ბის წყა­ლო­ბით და ასე­ვე, სხვე­ბის წყა­ლო­ბით, ვინც ამ საქ­მე­ში წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა, ამი­ტომ მე უსა­ზღვროდ მად­ლო­ბე­ლი ვარ“,- გა­ნა­ცხა­და ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილ­მა.
წყარო:daqalebi.club

Share.