“მძიმე ტკივილები აქვს, ღია ჭრილობები..” – ნახეთ ამ წუთებში 8 წლის დათიზე ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი

0

ვრცელდება ინფორმაცია, როგორია შარტავას ქუჩაზე დაშავებული მოზარდის, 8 წლის დათი ქოქრაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა:„დათის ყოველდღე, დილას და საღამოს, ღია ჭრილობები უმუშავდება ნარკოზის ქვეშ, რადგან გაუსაძლისი ტკივილები აქვს. ინფექციის გავრცელება ნაწილობრივ შეჩერდა, თუმცა სანამ პროცესი სრულად არ შეჩერდება, მკურნალობის შემდგომ ეტაპზე ვერ გადავლენ.

ტრაქეოსტომის გამო დათის ამ ეტაპზე არ შეუძლია საუბარი.

როდესაც ბავშვი ფხიზლობს და რამე სჭირდება, სპეციალური ზარის მეშვეობით აგებინებს მშობლებს.

საბედნიეროდ, წამლებზე დამოკიდებულება დათიმ უკვე გადალახა.

საკვების მიღება ეტაპობრივად დაიწყო, თუმცა ძირითადად მიეწოდება ზონდით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დავეხმაროთ დათის – ანგარიშის ნომრები:

#GE90BG0000000101545483

#GE05TB7962745064300024

Share.