“ფეხმძიმე გოგო დედამთილმა კიბეებიდან დააგორა..” – ნახეთ დაუჯერებელი ისტორიის დეტალები

0

ფეისბუქ ჯგუფში „დედამთილები•რძლები•ოჯახური პრობლემები•“ ანონიმური ავტორი თავის ისტორიას აქვეყნებს.
„გამარჯობათ, ჩემს ისტორიას მოგიყვებით, მინდა გაგიზიაროთ.
როცა ვთხოვდებოდი დიდი მოლოდინები მქონდა რძალ-დედამთილურ ურთიერთობებზე. მე თვითონ არ მყავს დედა და მეგონა რაღაც ნაწილს დედამთილი შემივსებდა, თუმცა ამ დღიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა. მეუბნებოდა რომ არ ვიყავი თავისი შვილის შესაფერისი და სანამ დრო იყო უნდა დავშორებოდით. ჩემს დალაგებულ სახლს რევდა, გარეცხილ ტანსაცმელს მიყრიდა და მე ვიტანდი ხალხო ვიტანდი რატო? არ ვიცი.

ცოტა ხნის შემდეგ დავრჩი ფეხმძიმედ რა გააკეთა? – კიბიდან დამაგორა დაუჯერებელია კი დაუჯერებელია.
წამოვედით სახლიდან მე და ჩემი ქმარი (ბავშვი დავკარგე). სამუდამოდ ხაზი გადამისვიო, ჩემმა ქმარმა უთხრა დედამისს.

ერთ დღესაც ამ ჩემს დედამთილს დაარტყა ინფარქტმა, რის შედეგადაც გავლა, მოძრაობა და საჭმლის ჭამაც კი არ შეუძლია. ჩვენთან არის და ყოველი საჭმლის მიტანაზე ცრემლად იღვრება.

შვილი დღემდე არ გვყავს ამ შემთხვევის შემდეგ. ის კი ახლა ევედრება უფალს შვილიშვილი მოუვლინოს, ეს ხომ შესაძლებელია? უკვე ამ ფაქტს იმდენად განვიცდი ზოგჯერ მინდა უბრალოდ ავდგე და გავქრე.

მიყვარხართ და უბრალოდ მომინდა მომეყოლა“ – წერს უცნობი ავტორი.

Share.