“მძიმეა ახალშობილი ტყუპების მდგომარეობა, ვითარებას ამძიმებს ის რომ..” – ნახეთ რას ამბობს ექიმი ახალშობილებზე, რომელთა დედაც ახლახანს ტრაგიკულა გარდაიცვალა

0

კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი 47 წლის ნატო ფხა­კა­ძის ახალ­შო­ბი­ლე­ბის მდგო­მა­რე­ბა მძი­მეა. ტყუ­პე­ბი 28 კვი­რის ორ­სუ­ლო­ბა­ზე, სა­კე­ის­რო კვე­თით, ქუ­თა­ის­ში, კლი­ნი­კა “ბო­მონდში” და­ი­ბად­ნენ. ახალ­შო­ბილ­თა რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის მა­რი­ნა ბა­რა­თაშ­ვი­ლის თქმით, 15 დღის ახალ­შო­ბი­ლე­ბი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რჩე­ბი­ან და მათი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია, მდგო­მა­რე­ო­ბას ახალ­შო­ბილ­თა დღე­ნაკ­ლუ­ლო­ბაც არ­თუ­ლებს.
ექი­მის თქმით, სა­კე­ის­რო კვე­თის ჩა­ტა­რე­ბა დე­დის ინ­ფი­ცი­რე­ბის და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გამო გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

“28 კვი­რის ორ­სუ­ლო­ბა­ზე და­ი­ბად­ნენ. შვიდ­თვი­ა­ნე­ბიც არ არი­ან. ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე აპა­რატ­ზე გა­და­ვიდ­ნენ. რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დის­ტრეს სინ­დრო­მით და­ი­ბად­ნენ, დი­ნა­მი­კა­ში დამ­ძიმ­დნენ. ორი­ვე კო­ვიდ­და­დე­ბი­თი და­ი­ბა­და. კო­ვი­დუ­რი პნევ­მო­ნია აქვთ. 15 დღის არი­ან, აპა­რატ­ზე რჩე­ბი­ან. გან­სა­კუთ­რე­ბულ, კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ, პა­რა­მეტ­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა­საც ვერ ვა­ხერ­ხებთ, ვი­თა­რე­ბას დღე­ნაკ­ლუ­ლო­ბა ამ­ძი­მებს. მთე­ლი ფილ­ტვი მო­ცუ­ლია კო­ვი­დუ­რი პნემ­ვო­ნი­ით.

ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ ამ ბავ­შვე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. ვიბ­რძვით მთე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა და იმე­დი გვაქვს, რომ მო­ე­რე­ვი­ან პა­ტა­რე­ბი. დე­დი­დან და­ინ­ფი­ცირ­დნენ. ახ­ლან­დე­ლი შტა­მი მძი­მეა და გა­და­დის დე­დი­დან მუც­ლად­მყოფ შვი­ლებ­ზე. ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბით გა­ჩე­ნი­ლი ბავ­შე­ბი არი­ან. რად­გან დე­დის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო, სა­კე­ის­რო ჩა­რე­ვა ამი­ტომ და­ჭირ­და”, – გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ბა­რა­თაშ­ვილ­მა.

ბავ­შვე­ბი 19 აგ­ვის­ტოს გაჩ­ნდნენ. ახალ­შო­ბი­ლე­ბის დედა მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბის გამო, ოჯახ­მა თბი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნა. დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა.
წყარო: ambavi.club

Share.