24 წლის გოგონა მთელი 6 წლის განმავლობაში სარდაფში იყო გამომწყვდეული.
მიზეზი ის გახლდათ, რომ მშობლებს არ სურდათ გოგონას ურთიერთობა ჰქონოდა მამაკაცთან, ისინი ყველაფერზე მიდიოდნენ, რომ გოგონას არ ჰქონოდა არანაირი კონტაქტი საკუთარ მეგობართან.
სოფლის მაცხოვრებლებმა იცოდნენ ეს საშინელი სიმართლე , თუმცა გახმაურება არავინ ისურვა.
ფოტოგრაფმა, ჩინური ახალი წლის დღეს, როდესაც სახლში არავინ იმყოფებოდა, გოგონას ფოტოები გადაუღო, რამაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.
გოგონა მძიმე მდგომარეობაში დახვდათ, ის სულ მარტო, რამდენიმე საბანის ქვეშ იყო. გოგონას მძიმე ფსიქიკური პრობლემები დაუფიქსირდა.
წყარო: geonewest.com