“მშობლებთან ერთად იყო ბავშვი სინამდვილეში..” – ნახეთ ახალი ინფორმაცია 4 წლის დაღუპულ ბავშვზე, რომელსაც ავტობუსმა გადაუარა

0

რუსთავში ავარიის შედეგად 4 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.“ინფო რუსთავმა” ჩაწერა გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი, რომლის თქმითაც, ბავშვი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მშობლებთან ერთად იმყოფებოდა.ის ადასტურებს გავრცელებულ ვერსიას, რომლის მიხედვითაც, მცირეწლოვანი მშობლებს ხელიდან დაუსხლტა,

გაჩერებული ავტობუსის ქვეშ შეძვრა, მძღოლმა კი მისი დანახვა ვეღარ მახერხა და გადაუარა.

მამაკაცის ინფორმაციით, ოჯახი გარდაბნიდან რუსთავში ტაქსით ჩამოვიდა და მუნიციპალური ავტობუსის გამოყენებას ქალაქში შიდა გადაადგილებისთვის აპირებდა.

ცნობისთვის, ავტობუსის მძღოლი დააკავეს. კაცი გამოკითხვის დროს შეუძლოდ გახდა და მისი გადაყვანა საჭირო გახდა სამედიცინო დაწესებულებაში.

შეგახსენებთ, მშენებელთა ქუჩაზე მომხდარ ავარიას 4 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბავშვს მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა.
წყარო:daqali.club

Share.