“მშიერი,ნაწამები, ნაცემი იყო..” – ნახეთ რა ახალ განცხადებას აკეთებს მედეა ადამია

0

ყოფილი „ჯეობარელის“ მედეა ადამიას დედა კორონავირუსით რამდენიმე დღის წინ გარდაეცვალა.
მედეა ამჯერად სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დედამისი „ამტელ ჰოსპიტლიდან“ 3 ბალიანი კომით და სეფსისით იყო გადაყვანილი, მაგრამ ამის შესახებ მან დღეს შეიტყო.
ის ასევე წერს, რომ დედამისი ნაცემი, ნაშიმშილები და ნაწამები იყო.

„ლევან რატიანის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დედაჩემი თურმე 3 ბალიანი კომით +სეფსისით გადაგვიყვანია „ამტელ ჰოსპიტლიდან“, ამას კი მხოლოდ დღეს ვიგებ, ლევანი ექიმისგან.

აბა, ის კი გასაგები იყო ჩემთვის, რომ ამტელ ჰოსპიტალში ვიგინდარა სულხან სამხარაძე წამალს რომ არ აძლევდა „მკურნალი”… ამასთანავე ნაშიმშილარი, მწყურვალი, ნაწამები, ნაცემი რომ იყო დედაჩემი, ესეც ყველამ გავიგეთ!!!

მოდიხართ ვიღაცები და ყურში მაწვეთებთ, რომ თურმე 20-დან 18 – ს ემართება რატიანთან სეფსისიო… ამით თქვენს ნაცნობ მკვლელებს ხელს აფარებთ? ამ დონის სულელი გგონივართ?“- წერს მედეა ადამია.

Share.