“მუქარას და ტრამვას ვერ გაუძლო, რატომ არ გადახტი ფანჯრიდანო..” – ნახეთ როგორ ემუქრებოდა კაცი 26 წლის გოგონას რომელმაც ვერ გაუძლო ზეწოლას

0

26 წლის გოგო, ყაზახეთის მოქალაქე ასელ აიპაევა საქართველოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ტელეარხი “ხაბარ 24″ იუწყება.
საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღწერილია დანაშაულის დეტალები.
ირკვევა, რომ აპრილში საქართველოში სამუშაოდ ჩამოსული გოგოს მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა. დაკავებულია პირი, რომელმაც ასელი სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააუპატიურა. გოგონამ კი ვერ გაუძლო მძიმე ფსიქო-ტრავმას და მერვე სართულიდან გადახტა.ოფიციალური განცხადება საქართველოს პროკურატურამ დღეს გაავრცელა,

სადაც ნათქვამია, რომ 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგადაც მძიმე ფსიქო-ტრავმულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა. მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სამართალდამცველებმა ბ.თ. 6 მაისს დააკავეს.

”კურიერმა” ჩანაწერები მოიპოვა. ჩანაწერში მამაკაცი, სახელად ბესო, ქალს ემუქრება და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს და მოუწოდებს, რომ ნათქვამი შეასრულოს და ფანჯრიდან გადახტეს.

“დაგმდუღრავ… რატომ არ გადახტი ფანჯრიდან?”- მიმართავს მამაკაცი ქალს.
წყარო:geoambebi.com

Share.