“მსხვერპლით დასრულდა,მშობლებს და მათ პატარა შვილს ტრაილერი დაეჯახათ და სამწუხაროდ..” – ნახეთ ახლახანს უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა

0

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში – გარდაცვლილია ქალი, 7 წლის ბავშვის მდგომარეობა, მძიმეა.
ავტოსაგზაო შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა.
მსუბუქ ავტომობილს, რომელშიც ცოლ-ქმარი და მათი შვილი იმყოფებოდა, ტრაილერი შეეჯახა.
ძლიერი შეჯახების შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდა ქალი, ადგილზე გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდნენ მისი 7 წლის შვილი და მეუღლე.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები გურჯაანში, ჯეო-ჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უკიდურესად მძიმეა და მას თბილისში გადაყვანა სჭირდება.

„ბავშვის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, თბილისში გადაყვანა სჭირდება. ამ წუთში აქ არის, მაგრამ მალე გავაგზავნით. კვლევებს ვუტარებთ მამამისსაც, რომელსაც ტრავმა ასევე თავის ქალაზე აქვს მიღებული და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას”- ამბობენ კლინიკაში.

მომხდარ ფაქტზე, დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.
წყარო:statiebi.club

Share.