დეპუტატი ემზარ კვიციანი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მოგიწოდებთ დამოუკიდებელ პარლამენტარებს, ფრაქციებს მათ შორის ფრაქცია პატრიოტებს ! ხელისუფლება და ნაცები აპირებენ არჩევნების გაყალბებას ერთად და დაიწერენ იმ პროცენტს რომელიც მიუთითეს უცხოელმა მიმთითებლებმა!
ამიტომ მოვითხოვოთ სამართლიანობის აღდგენისთვის საჭირო კანონის დაჩქარებული წესით მიღება და სავალდებულო არჩევნების ჩამატება საკონსტიტუციო ცვლილებებში!
ვინც ამის წინააღმდეგია მას სურს გაყალბება და ქართველი საზოგადოების მოტყუება, ხალხი ყველაფერს ხედავს! მეგობრებო წინააღმდეგ შემთხვევაში მე დავიწყებ შიმშილობას სამშაბათიდან ამერიკის საელჩოსთან “ეგიდით-“დაგვიბრუნეთ თავისუფლება”ვისაც მიგაჩნიათ, რომ მართალს ვითხოვ გთხოვთ შემომიერთდეთ!
ხალხს თიშავენ ვითომ პრორუსულ ძალებად და პროდასავლურად და სინამდვილეში კი ქართულ საქმეს არავის აკეთებინებენ!
თუ თავისუფლება გინდა პრორუსი ხარ თუ ქრისტიანი ხარ პრორუსი ხარ, სამართლიანობა გინდა პრორუსი ხარ, სამშობლოსთვის იომე ვეტერანი ხარ, პრორუსი ხარ უკანალს არ იძლევი პრორუსი ხარ! შენსას ითხოვ პრორუსი ხარ.
მრცხვენია ხალხის თვალებში ყურება მთხოვენ სამართლიანობას და რა ჯანდაბა ვქნა პარლამენტარი ვარ და საკუთარი შვილების და ოჯახის წევრების სამართლიანობა ვერ აღმიდგენია
იმიტომ რომ აქამდე მარტო ვიბრძოდი და არც მითხოვია არავისთვის თანადგომა ეხლა ვითხოვ და ეს შანსი არ გაუშვათ ხელიდან დრო კარგია სითბოა ცვლილებებიც ჭირდებათ და არჩევნებიც კარზეა, ჩვენი თვითოეული ხმა დასჭირდებათ თუ სწორად ვიბრძოლებთ თუ არა და არაფერში ჩვენ არ ვჭირდებით
სუსი დაუწერს იმდენ პროცენტს რამდენსაც მიუთითებენ ბრაიზები და მისი თანამეცხედრები!
უფლის დიდებით ჩვენ მივაღწევთ თავისუფლებას!!! დიდება ღმერთს!!!
პ.ს.
ჩქარ-ჩქარა გააზიარეთ თორე გვბლოკავენ, ბლოკავენ კომენტარებს და ლაიქნახვებსაც!”- წერს ემზარ კვიციანი.