მოულოდნელად მომეჩვენა, რომ წმინდა ეფრემი გამოვიდა ხატიდან და მეუბნება: “შენი შვილი ავადაა და შენ კი აქ ზიხარ”

0

წმინდა ეფრემის სასწაული – როგორ გადაარჩინა ჩემი ვაჟი ანა სიდეროპულე: ჩემი მფარველის, წმინდა ეფრემისგან სასწაული შემემთხვა რამდენიმე წლის წინ. როდესაც ჩემი ვაჟი თესალონიკში უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა. მაშინ არ არსებობდა ეს დალოცვილი მობილური ტელეფონები, რომლებიც გვიადვილებს ცხოვრებას. ჩემი ვაჟი რადგან სტუდენტი იყო, ხშირად აგვიანებდა დარეკვას, მე კი მოუთმენლად ველოდი მის ზარს. თუმცა, შეგვპირდა, რომ ყოველ კვირა დღეს, საღამოს 6 საათზე დაგვირეკავდა ხოლმე. ზოგჯერ ასრულებდა პირობას, ზოგჯერ არა. დეკემბრის თვე იდგა და აგვისტოდან არ გვყავდა ნანახი. ტელეფონზე კი ჩვენი ბოლო საუბრებიდან 23 დღე იყო გასული. იმ ბინაში, სადაც თანაკურსელთან ერთად ცხოვრობდა ტელეფონი არ იყო. ხან მიფიქრია ჩავმჯდარიყავი ავტობუსში და თესალონიკში წავსულიყავი,

მაგრამ მის გარდა კიდევ სამი შვილი მყავდა მისახედი და მაღაზია. ჩემი მეუღლე ასე არ განიცდიდა როგორც მე. ფიქრობდა, რომ შეყვარებული ჰყავდა და ჩვენ აღარ ვახსენდებოდით. “ამ ასაკში ახალგაზრდებს ფული სჭირდებათ და არა დედა”. ვითომ ამ სიტყვებით მამშვიდებდა, მაგრამ მე ვერ ვწყნარდებოდი. ერთ საღამოს მაღაზიიდან დაღლილი ჩამოვჯექი დივანზე და მოპირდაპირე კედელზე ჩამოკიდებულ წმინდა ეფრემის ხატს მივაჩერდი. უცებ მომეჩვენა, რომ წმინდა ეფრემი გამოვიდა ხატიდან და მეუბნება: “შენი შვილი ავადაა და შენ კი აქ ზიხარ.” წამოვხტი შეშინებული და ვიყვირე: “ახლავე წავალ მასთან”.
უცებ მოვემზადე სამგზავროდ და ჩემს მეუღლეს დავურეკე, რომ მივიდოდი. ავიღე წმინდანის ხატიც, რომ უფრო მხნედ მეგრძნო თავი და გამოვიძახე ტაქსი. გული საგულეში აღარ ჩერდებოდა დედის ინსტიქტი მკარნახობდა, რომ ეს იყო გაფრთხილება წმინდანისგან, მაგრამ ვერავის გავუზიარებდი. შვიდ საათიანი მგზავრობის განმავლობაში თავს ცუდათ ვგრძნობდი, ხატს ვიხუტებდი, რომ დავმშვიდებულიყავი. მჯეროდა, რომ ჩემი შვილი ნამდვილად ავად იყო, მაგრამ არ ვიცოდი რა მდგომარეობაში დამხვდებოდა. როდესაც მივაღწიე ბინამდე და ზარზე არავინ მიპასუხა, არ გამკვირვებია, რადგან წმინდანის გამოგზავნილი ვიყავი და ვიცოდი, რომ რაღაც ხდებოდა. გამოვიძახე ხელოსანი, რომ კარი გაეხსნა. დავინახე ჩემი შვილი საწოლში მაღალი სიცხისგან გონდაკარგული. მისი თანაკურსელი ლონდონში წასულიყო უნივერსიტეტის საქმეებთან დაკავშირებით და ამიტომ ვერ შეძლო ჩვენი გაფრთხილება. ვიდრე სასწრაფოს გამოვიძახებდი წმინდა ეფრემის ხატს ვემთხვიე, რადგან მან შემატყობინა შვილის ავადმყოფობა. შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა: ჩემმა შვილმა ერთი თვე დაჰყო საავადმყოფოში სრულ გამოჯანმრთელებამდე. ჩემი მეუღლეც ჩამოვიდა და მკითხა, როგორ მივხვდი შვილის ავადმყოფობას? როდესაც მოვუყევი წმინდანის ამბავი, არ დამიჯერა. ერთი სიტყვაც კი არ დამიჯერა, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს. რამდენიმე თვის მერე როდესაც ყველაფერი კარგად იყო, მაშინ მითხრა: “ვიფიქრე, რომ ნერვიულობისგან ტვინი აგერიაო.”

Share.