“მოსწავლე გულის არეში ყოფილა დაჭრილი, ბიჭი უკვე..” – ნახეთ რას ამბობენ ექიმები მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

0

მოზარდი, რომელიც თბილისში, სამგორში დაჭრეს, ამტელ ჰოსპიტალშია მოთავსებული, მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, ამ დროისათვის არასრულწლოვანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, მოზარდს მუცლისა და გულის არეში, მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. 15 წლის ბიჭი სავარაუდოდ დანით, 74-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს. დაჭრას კი წინ მოზარდებს შორის,

ჩხუბი უძღოდა. კონფლიქტის ფიგურანტებიც და დაჭრილიც ამავე სკოლის მოსწავლეები არიან.
შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
წყარო:ambavi.club

Share.