“მოსამართლე ტიროდა,ვერ უჯერებდა თვალებს რომ ეს ადამიანმა გააკეთა..” – ნახეთ 23 წელი გოგონას დედა არაადამიანურად აწამებდა

0

ისტორიამ, რომელზეც დედა გამუდმებით ძალადობდა და არა მხოლოდ ქამრით, არამედ დანითა და ჩაქუჩითაც სცემდა, მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო.
დიანა რამდენიმე წელია, მინდობით აღზრდაში იმყოფება, ახლა 18 წლისაა და სამი არაბიოლოგიური ძმა ჰყავს. გოგონა ამბობს, რომ ვიდრე მინდობით აღზრდაში გადავიდოდა, საშინელ პირობებში ცხოვრობდა. ბიოლოგიურ დედას არ უყვარდა, უმცროს და უფროს ქალიშვილებს კი აღმერთებდა…
თავიდან დედამ ბავშვზე ძალადობა ბებიას დააბრალა. პატარა გოგონა იმდენად ძლიერად სცემა, რომ რეანიმაციაში თავის ტრავმით მოხვდა. “დანაშაული ბებიამ საკუთარ თავზე აიღო. მან თქვა, რომ პატარა დიანას ამეცადინებდა, ბავშვი არ უჯერებდა და ორჯერ ჩაარტყა ყავარჯენი თავში. სინამდვილეში, ბავშვს ყავარჯენი კი არ ჰქონდა ჩარტყმული, ლამის ყველა ძვალი ჰქონდა დამსხვრეული.” – იხსენებს დიანას მიმღები მშვილებელი, ნადეჟდა ბარსუკოვა.

ბავშვი დედამ ისე სცემა, რომ ორი დღე უგონო მდგომარეობაში იწვა. სამსახურიდან მოსული ქალი გაბრაზებულა იმის გამო, რომ გოგონა რაღაცას ვერ სწავლობდა. ამის შესახებ ბებიამ მოგვიანებით ისაუბრა. ხოლო, მესამე დღეს, როცა ბავშვს კრუნჩხვები დაეწყო, საავადმყოფოში გადაიყვანეს…

როგორც ცნობილია, ბავშვის ბიოლოგიური დედა არალეგალურ ნივთიერებებზე იყო დამოკიდებული და ხშირად არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ძალადობდა გოგონაზე. ოჯახში მუდმივ ხმაურსა ბებიამ მალევე გაასწრო და რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, ბავშვები კი მოძალადე დედასთან პირისპირ აღმოჩნდნენ. თუმცა, როგორც თავად დიანა ამბობს, დედა მხოლოდ მას ერჩოდა: “როდესაც ბებია მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, დედა მხოლოდ ხელითა და ქამრით კი არ მცემდა, არამედ ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებოდა: ჩაქუჩით, დანით, გასაღებებით.” – ამბობს გოგონა…

ყაზახი დიანა 2004 წელს დაიბადა და ოჯახში მეორე შვილი იყო. წლინახევრის გახლდათ, როცა დედამისი ციხეში მოხვდა, გოგონა კი ინტერნატში მიიყვანეს. ხუთი წლის შემდეგ, როცა ქალი ციხიდან გამოვიდა, ბავშვი წამოიყვანა, რომ საცხოვრებელი ფართი დაებრუნებინა საერთო საცხოვრებელში. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ბავშვს დედასთან ერთად ბებიაც სცემდა, ხშირად იმის გამო, რომ რუსული არ იცოდა. “მაშინ მხოლოდ ყაზახურად ვსაუბრობდი, ჩვენ ალმაატაში ვცხოვრობდით”, – ამბობს დიანა.

ყოველი ცემის შემდეგ ბავშვს ვეღარავინ სცნობდა, იმდენად იყო დალურჯებული და თანატოლებიც მასთან თამაშს გაურბოდნენ. დიანას მუდმივი ცემის გამო ყურები დამტვრეული, ცხვირი – გატეხილი, ტუჩები – დახეთქილი და კბილები ჩაცვენილი ჰქონდა. ივანოვა ჟურნალისტებთან იხსენებს იმასაც, რომ დედა მთელი ღამით ტუალეტში კეტავდა და მეცადინეობას აიძულებდა…

ამის შემდეგ კიდევ უარესი რამ მოხდა. დიანას ბიოლოგიურმა დედამ, ანამ გადაწყვიტა, ბავშვი საბოლოოდ მოეშორებინა. სახლში ალკოჰოლიკი მამაკაცი მიიყვანა და არყის სანაცვლოდ სთხოვდა, ბავშვი სადმე წაეყვანა და დაემარხა. საბედნიეროდ, კაცი არ დასთანხმდა…

მეზობლები ამბობენ, რომ ამ ამბის შესახებ არაფერი იცოდნენ. თუმცა დიანა ყვება, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა, უბრალოდ, ეშინოდათ დედამისის, რომელიც ციხიდან ახალი გამოსული იყო.


თუმცა, ნადეჟდამ, რომელიც დიანას ოჯახს იცნობდა, ეცოდებოდა ბავშვი და პატარობიდან ხშირად ზრუნავდა მასზე, გადაწყვიტა, გოგონა მოძალადე დედისგან აუცილებლად დაეხსნა:

“საკვები, ჩანთები შევაგროვე და მათ სახლში წავედი. ანამ კარი გააღო და აშკარად უკმაყოფილება ეტყობოდა. შემდეგ დავინახე ბავშვი, რომელსაც მთელი სახე შეშუპებული ჰქონდა და თვალები, ფაქტობრივად, აღარ უჩანდა.” – იხსენებს ქალი, რომელმაც სამართალდამცავებიც ჩარია საქმეში.

სამართალდამცავებმა ივანოვების ოჯახში მომხდარი საშინელების შესახებ რომ შეიტყვეს, გაოგნებას ვერ მალავდნენ.

“მოსამართლე ტიროდა… ვერ იჯერებდა, რომ ეს ადამიანს შეეძლო, გაეკეთებინა. დიანას ყველგან ნაწიბური და ჭრილობა ჰქონდა.ზოგი დანით მიყენებული, ზოგიც ჩაქუჩით”, – აღიარა ნადეჟდამ.

ბავშვის ბიოლოგიური დედა დააპატიმრეს და 6 წელი მიუსაჯეს. დიანას მშვილებელი დედა ახლა ცდილობს, გოგონა როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქიკურად გააძლიეროს.

“დიანამ, დედის მსგავსად, აგრესიის გამოვლენა დაიწყო. გაზაფხულსა და შემოდგომაზე მდგომარეობა განსაკუთრებით მწვავდება. მასთან ფსიქიატრიც მუშაობს, თუმცა ერთი უსიამოვნო ფაქტი მოხდა – დიანამ ქუჩაში პატარა ბავშვს სცემა. პოლიციამ მაჩვენა ვიდეო, სადაც ჩემი შვილობილი ბავშვს მუშტებით სცემს და წიხლებსაც ურტყამს.” – ამბობს ნადეჟდა.

ქალი ამბობს, რომ არ აპირებს, გოგონა მიატოვოს და სურს, ტრავმებთან გამკლავებაში დაეხმაროს. ფაქტს საერთაშორისო მედიაც გამოეხმაურა და დიანას შესახებ უამრავმა ადამიანმა გაიგო. ამბავზე დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს.
წყარო:mtavari.club

Share.