მომღერალ დათო ხუჯაძეს და მის მეუღლეს ეკა დალაქიშვილს შვილი შეეძინათ. მათ გოგონას ულამაზესი სახელი, ილა დაარქვეს.ცნობისთვის, მომღერალმა დაახლოებით 1 წლის წინ უმშვენიერეს გოგონაზე, ეკა დალაქიშვილზე იქორწინა.“ჩემი მეუღლე ეკა დალაქიშვილი თბილისელია, რაც შეეხება პროფესიას, საკმაოდ საინტერესო პროფესია აქვს – საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაასრულა და ლოტბარია, თუმცა არასდროს უმუშავია საკუთარი პროფესიით.
ადრე ერთმანეთი აეროპორტში გავიცანით, ჩემი პროფესია ძალიან ახლოს იყო აეროპორტთან და სწორედ იქ დაიწყო ჩვენი ურთიერთობაც” – ამბობდა დათო ხუჯაძე ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში.
წყარო:statiebi.club