“მოკლული ქართული მეზღვაურის შესახებ ვრცელდება ახალი დეტალები..”

0

ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში ქართველი მეზღვაური, 30 წლის ილია კახაბერიძე მოკლეს. ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, ილია, რიო დე ჟანეიროს სასტუროს ნომერში 30 მაისს იპოვეს საწოლზე მიბმული და მოკლული.riodenojeira.oficial, მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. მას თან ჰქონდა მოკლულის 3 საბანკო ბარათი, პირადობის მოწმობა და სხვა ნივთები.

„უოლას დე ოლივეირა გომესი, სასტუმროში ილია კახაბერიძესთან ერთად, ღამის 2 საათზე დაბინავდა და დილის 6 საათზე სასტუმრო დატოვა, რა დროსაც, სასტუმროს თანამშრომელს ეჭვი შეეპარა და ოთახი შეამოწმა. მან ნახა, რომ ილია საწოლზე მიბმული და გარდაცვლილი იყო.
თვითმხილველებმა, ეჭვმიტანილი იცნეს და პოლიციამ ის ცხელ კვალზე დააკავა“,- წერს გამოცემა.
წყარო:geonewest.com

Share.