“მოკლული ბიჭის დეიდაშვილი დუმილს არღვევს..” – ნახეთ რა ინფორმაცია ხდება ცნობილი ბიჭზე, რომელიც კორპუსიდან გადმოაგდეს

0

თბი­ლის­ში 26 წლის ახალ­გაზ­რდა სას­ტი­კად მოკ­ლეს. ლე­ვან ჯან­გუ­ლაშ­ვილს 23 წლის ბიჭ­მა ჯერ ბლაგ­ვი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა, შემ­დეგ მშე­ნე­ბა­რე კორ­პუ­სის მა­ღა­ლი სარ­თუ­ლი­დან გა­და­აგ­დო და გვამს ცე­ცხლი წა­უ­კი­და.შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი ვაშ­ლი­ჯვრის და­სახ­ლე­ბა­ში მოხ­და. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ თბი­ლის­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა უკვე წა­რუდ­გი­ნა.

მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ და­ნა­შა­უ­ლი ჯან­გუ­ლაშ­ვი­ლის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარ­მა ჩა­ი­დი­ნა, თუმ­ცა მო­ტივ­ზე სა­უ­ბა­რი უჭირთ.

“და­კარ­გუ­ლი იყო 12 დღე, გუ­შინ იპო­ვეს დამ­წვა­რი ცხე­და­რი. მისი მე­გო­ბა­რია მკვლე­ლი. მი­ტო­ვე­ბუ­ლი კორ­პუ­სის მეშ­ვი­დე სარ­თულ­ზე აიყ­ვა­ნა, მშე­ნე­ბა­რე კორ­პუს­ში… შემ­დეგ ხის ფიც­რით სცე­მა და შემ­დეგ გად­მო­აგ­დო მეშ­ვი­დე სარ­თუ­ლი­დან. ამის შემ­დეგ შე­იყ­ვა­ნა პირ­ველ სარ­თულ­ზე ლიფ­ტის შახ­ტში და ბენ­ზი­ნით ცე­ცხლი მო­უ­კი­და.

ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი იყო, რად­გან ბო­ლოს მას­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი ლე­ვანს. არ ვი­ცით რაზე მოხ­და მკვლე­ლო­ბა, მო­ტი­ვი არ ვი­ცით. მა­ნამ­დე სა­ნამ ლე­ვანს ვე­ძებ­დით მკვლე­ლი კვალს გვი­რევ­და, ჩვენ­თან ერ­თად ეძებ­და ლე­ვანს და ამ­ბობ­და უც­ნობ პირ­თან ერ­თად გა­უ­ჩი­ნარ­დაო” – ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის დე­ი­დაშ­ვი­ლი.

ლევანის ახლობელი ყვება, რომ “ლე­ვა­ნი დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და თბი­ლის­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში. მას იდე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და დე­დას­თან, მის გა­რე­შე ერთ წუთს ვერ ძლებ­და, ისი­ნი მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზე იყ­ვნენ.

“12 იან­ვარს, ბიჭი რომ არ გა­მოჩ­ნდა, მისი ძებ­ნა და­ვი­წყეთ. გუ­შინ­წინ მი­ვაკ­ვლი­ეთ ლე­ვა­ნის კვალს – გა­ვე­დით ვაშ­ლი­ჯვრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ყვე­ლა ჯგუფ­ში დავ­წე­რეთ, რომ ვე­ძებ­დით და დახ­მა­რე­ბა გვჭირ­დე­ბო­და.

დრო­ნე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­აც მო­ვახ­დი­ნეთ და ჩვე­ნი ძა­ლე­ბით ვე­ძებ­დით. მას ეძებ­და პო­ლი­ცი­აც. ბო­ლოს ერთ ად­გი­ლას აღ­მოვ­ჩნდით ჩვენც და პო­ლი­ცი­აც, 5 წუ­თით მიგ­ვას­წრეს, სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ. ეს გახ­ლავთ მი­ტო­ვე­ბუ­ლი მშე­ნე­ბა­რე კორ­პუ­სი თა­ვი­სი­ვე უბან­ში. მკვლე­ლი არის ლე­ვა­ნის მე­გო­ბა­რი, 24/7-ზე ერ­თად რომ იყ­ვნენ, მას კარ­გად ვიც­ნობთ. ლე­ვა­ნის დე­დას პირ­ვე­ლი­ვე დღეს მაგ ბიჭ­ზე ჰქონ­და ეჭვი. მო­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ ვი­ცით, დე­ტა­ლე­ბი ჯერ-ჯე­რო­ბით ჩვენ­თვის არაა ცნო­ბი­ლი, რაც ზუს­ტად ვიცი ისაა, რომ მკვლე­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. მას ლე­ვა­ნის­თვის ჯერ ბლაგ­ვი სა­გა­ნი ურტყია თავ­ში, შემ­დეგ მე-8 სარ­თუ­ლი­დან გად­მო­უგ­დია, შემ­დეგ უკან შე­უთ­რე­ვია და დაწ­ვა უც­დია. მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბას ვერ გე­ტყვით, გა­მო­ძი­ე­ბას ხელი რომ არ შე­ვუ­შა­ლო, შე­საძ­ლოა კი­დევ ვინ­მე იყოს გა­რე­უ­ლი მკვლე­ლო­ბა­ში, არა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავთ, ისე სას­ტი­კა­დაა ბიჭი მოკ­ლუ­ლი. 12 დღე ვე­ძებ­დით ცო­ცხალ­საც და მკვდარ­საც…

ამ ამ­ბავს ბო­ლომ­დე მივ­ყვე­ბით… ლე­ვა­ნი ყვე­ლა­ზე კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ვინც კი შე­იძ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ზე არ­სე­ბობ­დეს. ის არა­ვის არა­ფერს და­უ­შა­ვებ­და, სი­ცო­ცხლით სავ­სე ბიჭი იყო. ვი­ცით, რომ ქა­ლის ამ­ბა­ვი არა ყო­ფი­ლა, მსგავ­სი არა­ფე­რი. ლე­ვა­ნი არ­სად მუ­შა­ობ­და, დედა ინა­ხავ­და, რო­მე­ლიც 24 სა­ა­თი მუ­შა­ობ­და იმის­თვის, რომ შვილს არა­ფე­რი მოჰ­კლე­ბო­და. ლე­ვა­ნი 26 წლის იყო, მას ერთი და ჰყავს. ლე­ვა­ნი 12-ში ბო­ლოს დე­დას ელა­პა­რა­კა, უთხრა, სახ­ლში მოვ­დი­ვა­რო. არა­ნა­ი­რი ვერ­სია არ გვაქვს.. იმ­დე­ნად კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, ყვე­ლას უყ­ვარ­და, ვინც იც­ნობ­და, მას­ზე აუ­გის მთქმელს ვე­რა­ვის ნა­ხავთ, ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ბიჭი იყო, ამი­ტო­მაც ვართ და­ზაფ­რუ­ლე­ბი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი””, – უთხრა “ამბებს” ოჯახის ახლობელმა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 22 იან­ვარს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს”

წყარო: geoline.club

Share.