“მოვა თოვლი,იქნება წვიმები და თოვლჭყაპი..” – ნახეთ საქართველოში თოვლს ელოდებიან უახლესი პროგნოზი

0

17 ნოემბერს ქვეყნის ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია თოვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში 17 ნოემბერს მოიღრუბლება, აცივდება, ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ღამით უმეტესად თოვლის სახით და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს. 18 ნოემბერს გამოიდარებს, ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 16 ნოემბერს დღისით იწვიმებს, ხოლო გვიან საღამოდან 17 ნოემბრის დილამდე მცირე თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს.18 ნოემბერს გამოიდარებს, ტემპერატურა კი 2-3 გრადუსით მოიმატებს
წყარო:niustv.com

Share.