„მოდიოდა ცხენით და მოჰყვებოდა ისტერიული ქალების ბრბო“ – ამან მთელი საქართველო აღაშფოთა, რას ამბობს თინა კანდელაკი ზვიად გამსახურდიასა და მის მიმდევრებზე

0

ქართული წარმოშობის რუსი ტელევარსკვლავი თინა კანდელაკი საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესახებ გადაცემაში „სტუმრად დიმიტრი გორდონთან“ ცინიკურად ყვება. მან გამსახურდიას თაყვანისმცემლები ბრბოდ მოიხსენია და მათ მაგალითზე განმარტა, თუ რას ნიშნავს ეიფორია.
„რაც შეეხება ეიფორიას, მინახავს ის ზვიად გამსახურდიას დროს. მე ვმუშაობდი ტელევიზიაში და ზვიად გამსახურდია ტელევიზიაში მოდიოდა ცხენით. არ ვხუმრობ. პირველად ვნახე ასეთი რამ. პატარა გოგო გამოვდივარ ტელევიზიიდან და ვამბობ – ეს რა არის-მეთქი. ეს იყო გამსახურდია ცხენზე, მის უკან კი ქალების ბრბო… „კვდებოდნენ“, ისტერიკა ჰქონდათ… ფსიქოზი… ასე გადადიოდა ჭკუიდან გერმანელი ხალხიც ჰიტლერის გამო“ – ამბობს კანდელაკი.

გადაცემის ამ ფრაგმენტმა პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეები გააღიზიანა და ამას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა სოციალურ ქსელში.

Share.