“მიხედე დედაჩემს, თუ რამე დამემართა წავშლი შენს მესიჯებს არ მინდა საფრთხეში ჩაგაგდო..” – ნახეთ ბაჩალიაშვილის აქამდე უცნობი მიმოწერა მეგობართან

0

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატებმა გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს, რომელსაც თან ახლავს გარდაცვლილი პროგრამისტის პირადი მიმოწერა მეგობართან: “მიხედე დედაჩემს, თუ რამე დამემართა… წავშლი შენს მესიჯებს, არ მინდა გაიგონ, რომ მიცნობ და საფრთხეში ჩაგაგდო”.
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ეს მიმოწერა ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა გამოძიებისთვის, თუმცა მესიჯის ადრესატი პროკურატურას არ დაუკითხავს.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მამას,

ჯუმბერ ბაჩალიაშვილს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმეს, ხოლო საქმე დაიხურა 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობას გულისხმობს.

წყარო:geonewest.com

Share.