“მიჭირს ეს ყველაფერი დავიჯერო მაგრამ თუ ასეა..” – ნახეთ რას წერს ნიკა გვარამია ნოე სულაბერიძეზე?

0

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ნოე სულაბერიძეს პოსტს ეხმიანება და წერს:
”ამის დაჯერება ნამდვილად მიჭირს. მაგრამ, თუ ეს ასეა, ამის ავტორს გამარჯობა აღარ უნდა უთხრას არავინ.
ps თუ ეს ფეიკია (არა და, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ინსტაგრამზე ედო საკუტარ პროფილზე და მერე წაშალა), ამ სტატუსს დიდი ბოდიშის მოხდიტ წავშლი.


ცოტახნის წინ პოსტი გამოაქვეყნა ნოე სულაბერიძემ და დაწერა:
”ცხოვრების ყველა ეტაპზე თავისუფლება ჩემთვის უმთავრესი ღირებულებაა, ასე იყო, ასე იქნება. ამ ბოლო დროსაც, რასაც ვქმნი, უმეტესობა სწორედ ამ ღირებულებას ეძღვნება, თუმცა ისიც რეალობაა, რომ იგივე ადამიანები, ამას არასდროს სქრინავენ, ეს რა თქმა უნდა ეს არ მიკვირს )

ჩემი ინსტაგრამის გამოკითხვაში კითხვის ფორმულირება იყო მართლაც დაუფიქრებელი. ადამიანები ვართ, უზუსტობა და გადაცდომა ხანდახან ყველას მოგვდის, არ მიჭირს ამის აღიარება, მით უფრო, რომ არც რეზონანსზე დავფიქრებულვარ და არც გამოკითხვის საბოლოო შედეგს ველოდი ასეთს )

მესმის, რომ ჩასაფრებულების მცირე ნაწილს მიზეზი მივეცი ფსევდოპატრიოტული აღშფოთებისთვის, თუმცა ვისაც ჩემი პირადი გვერდის გამოკითხვა მართლა გულწრფელად შეეხო, (მათ შორის ბევრ ჩემთვის უცნობ ადამიანს) მე მაპატიეთ 🙌🏻 ❤️” – დაწერა ნოემ რამდენიმე წუთის წინ.

Share.