“მიშველეთ,დამეხმარეთ რაიმთ,დედამთილის სეიფიდან დროებით ჩუმად ავიღე 47 000$ და 20 000$ შევიტანე თესლა მედიაზე..” – ნახეთ რას წერს სოციალურ ქსელის მომხმარებელი?

0

ქართულ კრიპტოვალუტის ჯგუფში, ერთ-ერთი მომხმარებელი სალომე კოკაია პოსტს აქვეყნებს სადაც წერს, რომ უკვე გაგიჟების პირასაა, რადგან დედამთილის სეიფიდან აღებული ფული თესლამედიაში და ლისტზე დააბანდა, რომლებიც რამდნეიმე დღის წინ გაუქმდა.“უნდა რამე მირჩიოთ თორემ არ ვიცი რას ვიზავ და სად გადავხტები!
დედამთილის სეიფიდან დროებით ჩუმად ავიღე ( არ მომიპარავს, უკან ჩადებას ვაპირებდი) ბინის საყიდლად გამზადებული რაც ჰქონდა 47 000$ და 20 000 შევიტანე თესლა მედიაზე და 20 000 ლისტზე და 7000 დოჯკოინები და შიბლაკოინები ვიყიდე binance საიტია ეგეთი. მითხრეს 2 კვირაში გაგიორმაგდებაო და დოჯკოინმაც

დაიკლო მაგრამ ლისტზე და თესლა მედიაზე ვეღარ შევდივარ და რომც არ გაიხსნას მითხარით რომ გაიხსნება თორემ გავგიჟდები, ამ დოჯკოინებს გავყიდი და ვიყიდი ავტომატს და მაგათ მფლობელებს აქ ვერ დავწერ რას ვუზავ!
თვის ბოლოს უკვე ყიდვას აპირებს დედამთილი და ფული სეიფში ჰგონია!
იქნებ იცოდეთ სად ცხოვრობენ ამათი დამფუძნებლები და ჩავაკითხავ და ბოლო კაპიკებამდე გამოვართმევ!”, – წერს სალომე კოკაია.

Share.