“მიშა კლინიკაში იმიტომ გადაიყვანეს, რომ..” – ნახეთ იაგო ფრანგიშვილის სკანდალური ვარაუდი

0

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი – იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ მიხეილ სააკაშვილის იმ კლინიკაში გადაყვანა ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს, როგორმე წაეშალათ მოწამვლის კვალი.
ვიზუალურად და თავად სააკაშვილის მიერ თქმული ჩივილებიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი ვარაუდი, რაც მქონდა, იყო მძიმე მეტალით მოწამვლა, მათ შორისაა რკინაც, ეს ვითომდა „უპრობლემო“ მეტალი.

გარკვეულ პირობებში და ესაა თალასემია, რკინით მკურნალობა იწვევს უმძიმეს მოწამვლას, უმძიმესად აზიანებს ნერვულ და ღვიძლის სისტემას.

არაა გამორიცხული რომ სხვა სახის ზემოქმედებასაც ჰქონდა ადგილი.
ამიტომაც, დარწმუნებული ვარ რომ კლინიკაში ვინმეს დამსახურებით ან შიშით კი არ გადაიყვანეს, არამედ იმიტომ რომ წაეშალათ საკუთარი დანაშაულის კვალი.

კლინიკის მდუმარებაც, პირადი ექიმის დროულად არ შეშვებაც ამაზე ლაპარაკობს.

თუკი სააკაშვილის ადვოკატები ევროგაერთიანების ადამიანთა უფლების დაცვის ბიუროში დასაბუთებულად მოითხოვდნენ რომ აუცილებელია დიაგნოსტიკა და ამიტომ გადაყვანა პატიმრისა მრავალპროფილიან კლინიკაში, აი, ეს მოხდებოდა სამოქალაქო სამედიცინო ექსპერტების მიერ სასურველ კლინიკაში, სადაც უკვე აშკარა გახდებოდა ყველაფერი.

ადვოკატურაში შეტანილმა არევ-დარევამ, ყურადღების ცენტრის გადატანამ ახლა სხვა, თავიდანვე დაგეგმილ პიროვნებაზე და მთელმა ამ ახალმა სპექტაკლმა მთლიანად გადაფარა ის სიტუაცია და გარემოება, თუ რატომ იყო აუცილებელი მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კლინიკაში.

არც კი ვიცი რა არის გასაკეთებელი, თუმცა, რომც იცოდე დარწმუნებით, გისმენს ვინმე?

ყველაფერი მიდის ბიძინისტანურად და გეგმაზომიერად,

რა თქმა უნდა მოყვარედ და შენიანად წოდებულთა დახმარებით.

ასე რომ არ იყოს, ან ბიძინას ან იმ თმა ვერ აწყობილის, სულ რომ მავიწყდება სახელი იმდენად უფასურია, აი მაგათი დაგეგმილი რაიმე გჯერათ?

ისევ და ისევ სააკაშვილის მიერ ამორჩეული და წარმოჩენილი ძველი კადრებია, ბიძინას რომ „ივენტ და პრობლემ მენეჯერებად“ ჰყავს დაქირავებულნი.

ტრაგედიაა.

ძველბერძნული ტრაგედიების გვირგვინია ეს ყველაფერი რომაული თეატრალიზმით“, – წერს ფრანგიშვილი.

Share.