“მიშას სანახავად ვიყავი შესული და..” – ნახეთ რა ინფორმაციას ავრცელებს ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილზე

0

ნიკა გვარამიამ N18 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ სამწუხარო განცხადება გააკეთა, როგორც მთავარის დირექტორი ამბობს, მიხეილ სააკაშვილი უკვე ფეხზე დგომის დროს თავს ვერ იკავებს და ის ძალიან სუსტად არის, ძალიან უჭირს გადაადგილება.
„ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ასეთი ფერის რამდენიმე დღის წინ რომ ვიყავი შესული, არ იყო, ასე სუსტადაც არ იყო. ადამიანი შემოვიდა კედელ-კედელ, რეალურად ვერ დგას წესიერად ფეხზე. უკვე მგონია, რომ რამდენად სწორია, რომ ჩამოჰყავთ. მე თვითონაც უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ ჩემს გამო უნდა ჩამოვიდეს, რა საქმეც არ უნდა იყოს.

რამდენჯერმე ადგა ფეხზე და ჩანს, რომ ქანაობს უკვე ადამიანი, ვერ იკავებს თავს და ვთხოვე, რომ დამჯდარიყო. მიხეილ სააკაშვილი ცუდად არ არის, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის, ჩემი შეფასებით”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ვიდეო:

Share.