მარიამ ოთანაძის მეგობარი, რომელმაც თირკმელი დაუთმო, ოპერაციიდან სამი თვის შემდეგ დაიღუპა. “მშენებლობაზე მუშაობდა, ფეხი დაუცდა და დაიღუპა. ახლა მისი ნაწილი ჩემს სხეულში ცოცხლობს”, – აღნიშნა მარიამ ოთანაძემ ,,სხვა ნანუკას შოუში”.
მაყურებელი კარგად იცნობს მარიამ ოთანაძეს, რომელსაც თირკმლების ქრონიკული დაავადება, მე-5 ტერმინალური სტადია დაუდგინდა. გოგონას თირკმლის გადანერგვა სჭირდებოდა, მაგრამ ოჯახს ამის საშუალება არ ჰქონდა. გოგონას მამამ თავი მოიკლა იმის გამო, რომ ავადმყოფი შვილის გადასარჩენად არ ჰქონდა მკურნალობის თანხა – 50 000 დოლარი.
შოუს მაყურებელმა მას თანხა შეუგროვა, ოპერაცია გაიკეთა და თავს კარგად გრძნობს.
ვიდეო: