”მინივენში მჯდომი ყველა მგზავრი დაიღუპა” – შემზარავი ავარია სამტრედიის შესასვლელთან ამ წუთებში მოხდა, დაიღუპა 5 ადამიანი

0

სამტრედიის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მინივენი შეეჯახა, მინივენში მსხდომი ყველა მგზავრი დაიღუპა.
ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ფოტო არქივიდან

Share.