“ვატაროთ ნიღბები, ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა ვალდებულია და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გეგმა, რომელიც არის ეფექტური და ეს გეგმა არის შემდეგი: სწრაფი გამოვლენა ვირუსის, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის სწრაფად სოციუმში დაბრუნება. ეს არის ის რაც უნდა გავაკეთოთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა ყველა მოქალაქეს მოვუწოდო ყოველთვის ვატაროთ ნიღბები, როდესაც ვართ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როდესაც ვართ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს არის ის სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომელიც არის მარტივი და რომელიც ჩვენ შეგვიძლია ყველამ გავაკეთოთ.
ახლა რატომ, ჩვენ იძულებული ვართ, რომ ნელ-ნელა ეკონომიკა გავხსნათ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არა გვაქვს არანაირი სურვილი უკან დაბრუნების, ეკონომიკის შემდგომი ან ხელახალი დახურვის.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობას გაანალიზებული აქვს ის სოციალური დახმარება, რომელსაც ვუწევთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი, ეს სოციალური დახმარება არ არის საკმარისი. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეკონომიკა გავხსნათ და ადამიანებს მივცეთ იმის საშუალება, რომ აღიდგინონ შემოსავალი, რომელიც კოვიდამდე პერიოდში ჰქონდათ.
ეს არის ჩვენი ერთმანეთისადმი ვალდებულება. ამიტომ ის გეგმები, რომლებიც მთავრობას გააჩნია, ეკონომიკის, ტურიზმის გახსნის ყველაფერი იქნება გაკეთებული ფრთხილად და უკიდურესად გონივრულად, სხვანაირად ჩვენ რისკის ქვეშ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას ვერ და არ დავაყენებთ.
მოგიწოდებთ ყველას, ვატაროთ ნიღბები. ეს არის აუცილებელი პირველ რიგში იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევინარჩუნოთ ეკონომიკის პოტენციალი, რომელიც საქართველოს ნამდვილად აქვს. ამიტომ ჩვენი ძირითად მოწოდება არის, დავიცვათ წესები:
პირველი, ვატაროთ ნიღბები, ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა ვალდებულია და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გეგმა, რომელიც არის ეფექტური და ეს გეგმა არის შემდეგი:
სწრაფი გამოვლენა ვირუსის, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის სწრაფად სოციუმში დაბრუნება. ეს არის ის რაც უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.