დღეიდან “რუსთავი 2”-ის ახალ სატელევიზიო სეზონში “კურიერს”, ძველ წამყვანებთან ერთად, ჟურნალისტ გიორგი სანაიას ვაჟი, სანდრო სანაია წაიყვანს. სანდროსთან ერთად საინფორმაციო გამოშვების კიდევ ერთი ახალი სახე ავთო გვასალია იქნება.“ორმაგად საპასუხისმგებლო საქმეა ჩემთვის, გავაგრძელო “რუსთავი 2”-ის ისტორია. ვიჯდე “კურიერის” ეთერში და მაყურებელს გავაცნო დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები”, – ასე მიმართა სანდრო სანაიამ მაყურებელს “კურიერის” წამყვანის რანგში.როგორც სანდრო აღნიშნავს, “კურიერის” წამყვანობაზე
დიდი ხანი ოცნებობდა და კითხვაზე, რას ურჩევდა მამამისი, ცოცხალი რომ ყოფილიყო, ასე პასუხობს:“შეიძლება ეთქვა არ გინდაო, ან მიდი როგორც შენ გინდაო. ორი პასუხი არსებობს – ან კი, ან არა. თუმცა მე მაინც იმას ვიზამდი, როგორც მე მივიჩნევდი სწორად. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ უკვე და იმედი მაქვს, რომ მეც მოვიპოვებ იმ ნდობას, რომელიც არსებობდა გიორგი სანაიას მიმართ”, – აღნიშნა სანდრო სანაიამ.
წყარო:statiebi.club