”მთელი ცხოვრება ემიგრანტი იყო, საქართველოში ჩამოსვლა მოასწრო და აქ დაიღუპა” – უმძიმესი ტრაგედია რომელიც ახლახანს მოხდა…

0

გარდაიცვალა ემიგრანტი, ხათუნა დოლაბერიძე რომელიც იტალიაში რეჯო ემილიაში იმყოფებოდა – ამის შესახებ ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქალბატონი გარდაცვალებამდე საქართველოში ჩამოვიდა.
„კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე… საქართველოში ჩამოსვლა მოასწრო და მის მიწა წყალზე დალია სული. მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა. ულმობელმა ცხოვრებამ დაგასნეულა და თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალიც გაგიქრო, შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ, ლაღი სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ყოველთვის ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა“ – წერს შოთო სიხარულიძე.

Share.