გუშინ საღამოს რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულე გოგონას დაეჯახა, რის შემდეგაც მძღოლი ადგილიდან მიიმალა. თვითმხილველის თქმით, გოგონა ძაღლს ასეირნებდა და გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.
16 წლის ელენე ბაშარული სასწრაფოს მოსვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება გარდაცვალებით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევის მუხლით დაიწყო (274-ეს მე-6). როგორც გაირკვა, მძღოლი ჯერჯერობით დაკავებული არ არის, თუმცა მისი ავტომანქანა იდენტიფიცირებულია.