”მთელი დღე გონზე ვერ მოვიყვანეთ, იმ დღეს გვითხრა თუ მოვკვდი ჩემი ორგანოები ავადმყოფ ბავშვებს მიეცითო…” – პატარა საბა კივდილს ებრძვის

0

10 წლის საბა ბალაბანოვი IV კლასის მოსწავლეა. ახლა სტამბოლში, აჯიბადემის კლიონიკაში გადის მკურნალობის კურსს.
„მას იქს ქრომოსომა აქვს დაზიანებული. დაავადება არის გენეტიკური და ჰქონია თვისება: ამ დაავადების მატარებელი ადამიანი ან დაბადებისთანავე კვდება, თუ გადარჩა, დაავადება 10 წლის ასაკში აქტიურდება და შემდეგ – 40 წლის ასაკში“. – თქვა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას საბას ბაბუამ, რევაზ გოგიძემ.
– როცა დაიბადა, ძალიან ცუდად იყო და ბევრი ვიბრძოლეთ მის გადასარჩენად. ისე მძიმედ იყო, მაშინ მოძღვარმა კურთხევაც კი მომცა, რომ მე მომენათლა. გადავრჩით მაშინ და ახლა ისევ პრობლემა გვაქვს. სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა. ტრაქეოსტომია გაუკეთეს, რადგან სუნთქვა უჭირდა. ქიმიური პროცედურებით ბავშვი ძალიანაა დასუსტებული და დღეს მთელი დღე ვერც კი აღვიძებენ. აჯანჯღარებენ, ცდილობენ, აზრზე მოიყვანონ, მაგრამ უშედეგოდ.
რეანიმაციაში ერთი დღე 4 500 დოლარი გვიჯდება. თუ რამე გაგვაჩნდა, გავყიდეთ და 150 ათასი დოლარი უკვე დავხარჯეთ. სულ 400 000 დოლარია საჭირო.
გვითხრეს, რომ კლინიკის მთავარ ექიმს ამ დაავადებასთან ბრძოლის საკუთერი მეთოდები აქვს, რაც საკმაოდ შედეგიანია და ამაზე მძიმე პაციენტებიც განუკურნავსო. შანსი გვაქვს, მცირე, მაგრამ მაინც.
საბა ხვდება თავის მდგომარეობას და ამას წინათ გვთხოვა: რამე თუ დამემართება, ჩემიორგანოები ავადმყოფ ბავშვებს გადაეცითო… მერე ასწია თითი ზევით და თქვა: „ზევით ამიყვანეთ, დავიღალე“. მერე გვთხოვა, შემოგვეშვა ექიმები, ჩვენ კი გავსულიყავით ბოქსიდან.
მე მეტი არაფერი შემიძლია, საბა ექიმებს დავუტოვე, მე ათონის მთაზე წამოვედი და ვლოცულობ მისთვის. სხვა ვერაფერით ვეხმარები.
გთხოვთ ყველას, ვისაც უნდა და შეუძლია დაეხმაროს საბას, რომ თავი დააღწიოს ამსაშინელ კოშმარს, შემოგვწიროს ნებისმიერი თანხა, რისი შესაძლებლობაც გააჩნია.

თანხა შეიძლება ჩაირიცხოს ბავშვის ბებიის, ანჟელიკა ზახაროვას ანგარიშზე,„საქართველოს ბანკში“.

GE21BG0000000103123945GEL
GE21BG0000000103123945USD
GE21BG0000000103123945EUR
წყარო: ambavi.cc

Share.