“მზად ვიქნებით ტრანსპორტის ასამუშავებლად თუ..” – ნახეთ კახი კალაძემ განცხადება გააკეთა, როდის აღდგება ტრანსპორტი

0

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ როგორც კი ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდება და საკოორდინაციო საბჭო ტრანსპორტის ამუშავების გადაწყვეტილებას მიიღებს, თბილისის მერია მზად არის ტრანსპორტის ასამუშავებლად.
“როგორც კი დარგის სპეციალისტები და ეპიდემიოლოგები გვეტყვიან, რომ სიტუაცია მიდის უკეთესობისკენ, გამოსწორებულია ვითარება და მდგომარეობა, ნაკლებია სიკვდილიანობა, ნაკლებია ადამიანების ინფიცირება, რა თქმა უნდა, მაშინვე იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული.

ზოგადად, ტრანსპორტის გაჩერება მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მობილობას აგდებს, რაც, ზოგადად, ასეთ რთულ ვითარებაში, ტრანსპორტი გავრცელების უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა, რაც ძალიან ცუდია,” – აცხადებს კახა კალაძე.
შეგახსენებთ რომ, 12 აგვისტოს 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე დაწესდა შეზღუდვები:
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
14 აგვისტოს შემდეგ.
იკრძალება ფესტივალები, სპორტული ღინისძიებები, მასობრივი ღონისძიებები;
შეიზღ ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
კვების ობიექტები იმუშავებს 23:00 საათამდე.
საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს.

Share.