”მე მოგცემ მარიამ ჩემს თირკმელს უსასყიდლოდ…” – ნახეთ ვინ არიან ძმები, რომლებიც მარიამს თირკმელს უანგაროდ გადაუნერგავენ

0

დურგალი ძმები ნიკურაძეები სოციალურ ქსელში 22 წლის მარიამ ოთანაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურენ. ერთ-ერთი ძმა მზადაა, რომ გოგონას, რომელსაც ორივე თირკმელი გათიშული აქვს და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს, საკუთარი თირკმელი აჩუქოს.
„ძმები ნიკურაძეები დან ერთ-ერთი ძმა ვაძლევ ჩემს თირკმელს ამ ახალ გაზრდა გოგონას უანგაროდ, რადგან აღარ მინდა ამდენი სიკვდილი. მინდა ყველა ჯანმრთელი და ბედნიერი იყოთ. ქართველნო, ნუ გადადებთ ერთმა ნეთის მიმართ ბოროტებას. გთხოვთ, დავაფასოთ ერთმანეთი. მოკლედ, გადავწყვიტე მივცე ჩემი თირკმელი. გთხოვთ, თუ მიგიწვდებათ ხმა, გააზიარეთ. მზად ვარ სიცოცხლე გავუხანძლივო და რაც მამისმა ვერ შეძლო, ჩვენ შევძლოთ. ეს სიკეთეს ეს ღმერთის ნიშანია 🕯️მოკლედ გადაწყვეტილება მიღებულია“ – ვკითხულობთ ძმები ნიკურაძეების ფეისბუქის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში მარიამის შესახებ ინფორმაცია დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა.

„ამ კვირას 22 წლის მარიამ ოთანაძის მამამ როინ ოთანაძემ თავი მოიკლა იმის გამო, რომ ავადმყოფი შვილის გადასარჩენად არ ჰქონდა მკურნალობის თანხა- 50 000 დოლარი. ეს ხდება ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ნაქალაქევში. რამდენადაც ვიცი, არ გაშუქდა მასმედიით.

მივმართავ თხოვნით ტელევიზიებს და მასმედიის სხვა საშუალებების: დაინტერესდით 22 წლის მარიამის ბედით, რადგან ამ უპატრონო ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია, ხელმოკლე ადამიანი განწირულია სიკვილისათვის მასმედიის თანდგომის გარეშე.

მარიამი ახლა თბილისშია, იმდენად ცუდადაა, მამის დაკრძალვაზეც კი ვერ ჩამოიყვანეს, დიალეზზეა, დასუსტდა ორგანიზმი და კიდევ სხვა პრობლემებმა იჩინა თავი.
მისი დაავადებაა: თირკმლების ქრონიკული დაავადება, მეხუთე ტერმინალური სტადია, ორივე თირკმელი გათიშული აქვს და დიალეზზეა. სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია, გადანერგვა…“ – წერდა დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

Share.