“მე ის იუბილარი ანა გაბეჩავა ვარ. მინდა, მოგაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია!” – ამას არავინ მოელოდა რას ყვება გოგონა მის დაბადების დღეზე დაწყებულ ჩხუბზე

0

გა­და­ცე­მა­ში “პო­ლიტ­მეტ­რი“ ჟურ­ნა­ლის­ტი ელი­სო კი­ლა­ძე ყვე­ბა, რომ “ფე­ის­ბუ­ქის“ სა­შუ­ა­ლე­ბით, და­უ­კავ­შირ­და ანი გა­ბე­ჩა­ვა, გო­გო­ნა, რომ­ლის და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბის შემ­დე­გაც 19 წლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა და მო­უყ­ვა იმ დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ, რა­ზეც მას აქვს ინ­ფორ­მა­ცია.
გა­ბე­ჩა­ვა ამ­ბობს, რომ მას გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი 3-4-ჯერ ჰყავ­და ნა­ნა­ხი. მი­სი­ვე თქმით, არ იც­ნობ­და და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბის სტუ­მარს, ვახო ჩი­ქო­ვანს და არ იცის ჩი­ქო­ვა­ნი მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვინ მი­იყ­ვა­ნა.
“გა­მარ­ჯო­ბა, მე ის იუ­ბი­ლა­რი ანა გა­ბე­ჩა­ვა ვარ. მინ­და, მო­გა­წო­დოთ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია, რათა ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ აღარ გავ­რცელ­დეს ცრუ ინ­ფორ­მა­ცია.
და­ვი­წყებ იქი­დან, რომ შა­ქა­რაშ­ვილს არ ვიც­ნობ­დი კარ­გად. მყავ­და სამი-ოთხჯერ ნა­ნა­ხი, ჩემი მე­გობ­რე­ბის მე­გო­ბა­რი იყო და არა­ნა­ი­რი სიმ­პა­თია არ გვქონ­და ერ­თმა­ნე­თის მი­მართ. ვახო ჩი­ქო­ვანს არც ვიც­ნობ. არც იყო და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი. არ ვიცი, ვინ მო­იყ­ვა­ნა, მო­ვი­და ბო­ლოს­კენ, უბ­რა­ლოდ, იყო ჩემი უბ­ნე­ლი“, – წერს გა­ბე­ჩა­ვა კი­ლა­ძეს.
კი­თხვა­ზე, თუ ვინ სცე­მა ვა­ხოს წვე­უ­ლე­ბა­ზე, ის პა­სუ­ხობს, რომ არ იცის და არ და­უ­ნა­ხავს. ანი გა­ბე­ჩა­ვა ასე­ვე ამ­ბობს, რომ არ იცის ჩხუ­ბის კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი.

“არ ვიცი, არ მგო­ნია“ – ასე პა­სუ­ხობს გა­ბე­ჩა­ვა კი­თხვას – იც­ნობ­დნენ თუ არა ერ­თმა­ნეთს შა­ქა­რაშ­ვი­ლი და ვახო ჩი­ქო­ვა­ნი.
“მოკ­ლედ, როცა გა­ვი­გე ჩხუ­ბის შე­სა­ხებ, გა­ვე­დი გა­რეთ. გავ­ყა­რე ბავ­შვე­ბი და­ბა­დე­ბის დღი­დან, წა­ვი­და ორი­ვე მხა­რე – ნა­ხა­ლოვ­კე­ლე­ბიც და სა­ბურ­თა­ლო­ე­ლე­ბიც“, – წერს ანი.
კი­ლა­ძის თქმით, ანი გა­ბე­ჩა­ვა ამ­ბობს, რომ და­ბა­დე­ბის დღის სტუ­მარ­მა, ბარ­ბა­რე ური­დი­ამ მას უთხრა, რომ გა­რეთ ჩხუ­ბი იყო, რის შემ­დე­გაც გო­გო­ნე­ბი, ყვე­ლა­ნი გა­რეთ გა­ვიდ­ნენ.
კი­ლა­ძე ანი გა­ბე­ჩა­ვას მო­ნა­თხრობ­ზე დაყ­რდნო­ბით ამ­ბობს, რომ რო­დე­საც ანი სახ­ლში შებ­რუნ­და, შა­ქა­რაშ­ვი­ლი და გა­ბე­ჩა­ვას რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი იმ დროს სახ­ლში იყო დარ­ჩე­ნი­ლი. მე­გობ­რე­ბი მას (გა­ბე­ჩა­ვას) ამ­შვი­დებ­დნენ, რად­გა­ნაც ტი­რო­და იმი­ტომ, რომ და­ბა­დე­ბის დღე არ გა­მო­უ­ვი­და. შემ­დეგ ერ­თმა­ნეთ­ში მო­ი­ლა­პა­რა­კეს, რომ ერთ-ერთი მე­გობ­რის აგა­რაკ­ზე, ლის­ზე წა­სუ­ლიყ­ვნენ (წა­ქა­ძის აგა­რაკ­ზე).
ანი გა­ბე­ჩა­ვა წერს, რომ მას წას­ვლა არ უნ­დო­და, მაგ­რამ სა­ბო­ლოდ მა­ინც და­თან­ხმდა.
კი­ლა­ძე გა­ბე­ჩა­ვას ეკი­თხე­ბა, თუ რა­ტომ არ და­კე­ტა სახ­ლი, რო­დე­საც წა­ვი­და, რა­ზეც გა­ბე­ჩა­ვა პა­სუ­ხობს, რომ იქ მისი მე­გო­ბა­რი შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად დარ­ჩა (ეთუ­კა ხოშ­ტა­რია და გენო თე­ბა­ძე). გა­ბე­ჩა­ვას მო­ნა­თხრო­ბის მი­ხედ­ვით კი­ლა­ძე ამ­ბობს, რომ სა­ბო­ლო­ოდ, სახ­ლი სწო­რედ ამ ორმა (ეთუ­კა ხოშ­ტა­რი­ამ და გენო თე­ბა­ძემ) და­კე­ტა და გა­სა­ღე­ბი სახ­ლის მე­პატ­რო­ნეს მათ ჩა­ა­ბა­რეს.
გა­ბე­ჩა­ვას თქმით, ლის­ზე წა­სუ­ლი ჯგუ­ფი­დან ერთ-ერ­თთან და­რე­კა ვახო ახვლე­დი­ან­მა და შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ მოხ­და ჩხუ­ბი, რის შემ­დე­გაც ლის­ზე წა­სუ­ლებ­მა მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ლის­ზე აღარ დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ.
“წა­მო­ვე­დით ისევ უკან, გზა­ში შემ­ხვდნენ წა­მო­სუ­ლი ბავ­შვე­ბი, მე დავ­რჩი მათ­თან, და ეს სა­ბურ­თა­ლო­ე­ლე­ბი წა­ვიდ­ნენ, სად – არ ვიცი“ – ამ­ბობს გა­ბე­ჩა­ვა და კი­თხვა­ზე, თუ ვის­თან დარ­ჩა, პა­სუ­ხობს, რომ წა­ვიდ­ნენ თემ­ქა­ზე, ნა­თე­სა­ვე­ბის, ადე­იშ­ვი­ლე­ბის სახ­ლში. კი­ლა­ძის თქმით, ეს ოჯა­ხი (ადე­იშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი) შე­ხე­ბა­შიც კი არ ყო­ფი­ლა მომ­ხდარ ამ­ბავ­თან.
ლი­სი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი გზა­ში ცდი­ლობ­დნენ გა­ერ­კვი­ათ, თუ რა მოხ­და, მაგ­რამ ანა გა­ბე­ჩა­ვას თქმით, ვე­რა­ვის ვერ და­უ­კავ­შირ­დნენ.
“ჩვენ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თი, ან უფრო მეტი გა­ჩე­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით ლი­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ამ დროს ჩემ­მა ნა­თე­სა­ვებ­მა, ადე­იშ­ვი­ლებ­მა შე­მომ­თა­ვა­ზეს, რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი მათ­თან და ეს დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბიც ამეყ­ვა­ნა. ამ დროს ია­კო­ბი(გუ­ლის­მოხბს ფო­ტოგ­რაფს) ჩვენ­თან ერ­თად არ ყო­ფი­ლა. ჩვენ ჩავ­სხე­დით მან­ქა­ნა­ში. ორი მან­ქა­ნით ვი­ყა­ვით, ორი­ვე ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბის, გა­დავ­ნა­წილ­დით და წა­ვე­დით თემ­ქა­ზე ადე­იშ­ვი­ლე­ბის სახ­ლში. როცა წა­ვე­დით, გზა­ში და­ვი­ნა­ხე ია­კო­ბი, ავ­ტოს­ტო­პით მი­დი­ო­და სა­დღაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სახ­ლში“, – წერს კი­ლა­ძეს გა­ბე­ჩა­ვა.
მი­სი­ვე თქმით, ია­კო­ბი მან­ქა­ნა­ში ჩა­ის­ვეს და წა­იყ­ვა­ნეს თემ­ქა­ზე.
ელი­სო კი­ლა­ძის თქმით, იმ მო­მენ­ტში, როცა მცხე­თა­ში სა­ში­ნე­ლე­ბაა მომ­ხდა­რი, ან ხდე­ბა, ია­კო­ბი ავ­ტოს­ტო­პით მი­დი­ო­და “სა­დღაც”. კი­ლა­ძე ამ­ბობს, რომ ია­კო­ბი თა­ვის ჩვე­ნე­ბა­ში არ ყვე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ის ლი­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყო. ფო­ტოგ­რა­ფი ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ბობს, რომ ის პატ­რულ­მა ჩა­მო­იყ­ვა­ნა და წა­ვი­და სახ­ლში, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ის ლის­ზეც ყო­ფი­ლა და შემ­დეგ კი თემ­ქა­ზე.
“ია­კო­ბი მე დავ­პა­ტი­ჟე, ჩემი მე­გო­ბა­რია. წა­მო­ვი­და თემ­ქა­ზე. გზა­ში მოგ­ვიყ­ვა ის, რომ მან­ქა­ნით გა­ჩერ­დნენ, ეს გა­იქ­ცა და სა­დღაც და­ი­მა­ლა, რის შემ­დე­გაც, და­რე­კა 112-ში და ჩა­მო­იყ­ვა­ნა თბი­ლი­სამ­დე. წა­ვე­დით თემ­ქა­ზე ია­კობ­თან ერ­თად. ამ პე­რი­ოდ­ში ვი­გებთ, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი უბ­რა­ლოდ არ გა­მო­ჩე­ნი­ლა და ტე­ლე­ფო­ნი არ ჰქო­ნია და ვერ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ. სა­ნამ სახ­ლში ავი­დო­დით ადე­იშ­ვი­ლებ­თან, ცოტა ხანი გავ­ჩერ­დით ეზო­ში, ისევ ვცდი­ლობ­დი, რომ რო­მე­ლი­მე კლა­სელს დავ­კავ­ში­რე­ბო­დი. ვე­რა­ფე­რი ვერ გა­ვარ­კვიე და ავ­დი­ვართ სახ­ლში ადე­იშ­ვი­ლებ­თან“, – წერს გა­ბე­ჩა­ვა.
შე­გახ­სე­ნებთ, რომ 19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.
4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. მომ­ხდარ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი, მათ შო­რის არი­ან მო­რაგ­ბე­ე­ბი, ძი­უ­დო­ის­ტი და ფეხ­ბურ­თე­ლი. ყვე­ლა და­კა­ვე­ბულს მცხე­თის სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.
ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ას­ფიქ­სია გახ­და. ამავდრო­უ­ლად, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­დარ­ზე აღი­ნიშ­ნე­ბა სიკ­ვდი­ლის წინა ახლო პე­რი­ოდ­ში მკვრი­ვი-ბლაგ­ვი საგ­ნის მოქ­მე­დე­ბით მი­ყე­ნე­ბუ­ლი, სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი შუბ­ლის/თა­ვის, ორი­ვე თვალ­ბუ­დის, ზედა და ქვე­და ტუ­ჩის მი­და­მო­ებ­ში, მარ­ჯვე­ნა იდაყ­ვის სახ­სრი­სა და მარ­ჯვე­ნა წი­ნამ­ხრის მი­და­მო­ებ­ში, აგ­რეთ­ვე მუც­ლის, სა­ზარ­დუ­ლის, ბოქ­ვე­ნის, წე­ლი­სა და ორი­ვე დუნ­დუ­ლოს მი­და­მო­ებ­ში.
ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­სა და საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის უკვე არ­სე­ბულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას და­ე­მა­ტა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით და გა­მო­ძი­ე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ნა­წილ­ში წა­რი­მარ­თე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით.

Share.