“მე თვითონ მივიყვანე საავადმყოფოში რით ვერ მოინელეთ ეს კონცერტი..” – ნახეთ რას ამბობს გაბრაზებული მამულიჩა

0

პროდიუსერი კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა საზოგადოების აღშფოთებულ ნაწილს პასუხობს. საქმე ეხება მისი მეუღლის კორონავირუსით ინფიცირებას, რომელიც აჭარაში ჩატარებული კონცერტების შემდეგ დადასტურდა:
„ბევრმა რომ წაიკითხოს და მერე თითი იშვირონ, რომ ჩვენი ბრალი ყოფილა ყველაფერი. ჯერ ეს ერთი, არავინ არ გადაუყვანიათ, მე თვითონ მივიყვანე საავადმყოფოში ორი დღის წინ, ასტკივდა ყელი და პროფილაქტიკის მიზნით დაიტოვეს.
მეორე კიდე, რით ვერ მოინელეთ ეს კონცერტი? რა შუაშია? კონტაქტი ჰქონდა ვინმესთან? ლევან რატიანის გუნდს დიდი მადლობა. სხვა რაღაცის დაწერას აზრი არ აქვს, ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს მამულიჩა

Share.