მეშვიდე-მეთორმეტე კლასის ბავშვები წელს სკოლაში სწავლებას აღარ გააგრძელებენ? – იხილეთ ახალი ბრძანება და სამინისტროს განმარტება

0

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის, ბრძანებით თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ზუგდიდის, ფოთისა და აჭარის სკოლებში სწავლა 7-12 კლასის მოსწავლეებისთვის ელექტრონული ფორმით 29 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
დოკუმენტში ასევე დეტალურად არის გაწერილი სასწავლო მოდელები კონკრეტული სკოლებისთვის, რომლის თანახმადაც, ამავე ქალაქების გარკვეული სასწავლო დაწესებულებებისთვის განსხვავებული თარიღებია დადგენილი.

ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად, ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომლებიც საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებენ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, სასწავლო პროცესი 2020 წლის 01 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით, წარმართონ დისტანციური სწავლების ჰიბრიდული მოდელის გამოყენებით – I-VI კლასის მოსწავლეებისთვის დასწრებით სწავლების ფორმით, ხოლო VII-XII კლასების მოსწავლეებისთვის სრულად ელექტრონული ფორმით“, – წერია ბრძანებაში.

მოცემულ ბრძანებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა განათლების სამინისტრომ. სამინისტროში ამბობენ, რომ ვადა პირობითადაა მითითებული და როგორც კი ახალ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ცვლილება დოკუმენტშიც შევა.

”სამართლებრივად რაღაც ვადა უნდა ყოფილიყო მითითებული. როგორც კი იქნება მიღებული გადაწყვეტილება, შეიცვლება ვადაც”, — აღნიშნეს სამინისტროს პრესსამსახურში.
წყარო: ambavi.cc

Share.