მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მგზავრი ლიანდაგებში ჩააგდეს და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ უცნობმა მამაკაცს ხელი ჰკრა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ლიანდაგებში გადავარდა.თვითმხილველები ყვებიან, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია მეტროს მემანქანე, რომელმაც მომხდარი განსაკუთრებით მძიმედ აღიქვა. ამბობენ, რომ
ის დამუხრუჭებას ვერ შეძლებდა, რადგან მამაკაცს ხელი იმ დროს ჰკრეს, როცა მატარებელი უკვე სადგურში იყო შემოსული.
“ძალიან მძიმე ამბავი მოხდა, მემანქანე ფიზიკურად ვერაფერს იზამდა. ეტყობა, რომ დაინახა მატარებელი მოდიოდა, მაშინ ჰკრა ხელი და ჩააგდო კაცი, რომელიც ამბობენ, რომ იქნება 40 წლამდე. დამნაშავე იქვე დაუკავებიათ, არ ვიცი, იცნობდა თუ არა გარდაცვლილს დამნაშავე.
ძალიან განვიცდით ამ ფაქტს. როგორც მითხრეს, მემანქანე საშინლად განიცდის. ფიზიკურად დამუხრუჭებას ვერ შეძლებდაო ამბობენ, ამ მემანქანეს ეს სტრესი უნდოდა ახლა, მასაც თავს გადახდა ტრაგედია. შვილი ჰყავს გარდაცვლილი – მოტოციკლით გადაადგილდებოდა და ავარიით დაეღუპა. ამხელა ტრაგედია გადახდა თავს და ახლა ამ საშინელი ფაქტის თვითმხილველია. ყველა ამბობს, ვერაფერს იზამდა, ისე ახლოს იყო უკვე მატარებელი. სხვა არაფერი ვიცი. იმედია დაისჯება დამნაშავე” – ჰყვება თვითმხილველი.