“საშინელება ხდება,მერიამ მე-7 კლასელი ბავშვები წაიყვანა და ტუალეტები ახეხინა..” – ნახეთ შემზარავი ფაქტის დეტალები(ვიდეო)

0

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და პირი, რომელმაც ბავშვები ე.წ. „შაბათობაზე” წაიყვანა პედაგოგი არ იყო.მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა მაკა შენგელიამ დაწერა.
„ამ პანდემიის დროს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები გაკვეთილის საათებში წაიყვანეს და მერიის საპირფარეშო ახეხვინეს, ამ ფაქტში მონაწილე ადამიანები დღეს ისე არხეინად დადიან ქალაქში თითქოს არც

არაფერი მომხდარა. ველოდები ფაქტზე რეაგირებას, სულ მცირე მერისგან ბოდიშის მოხდას მშობლების და ბავშვების წინაშე. განათლების სამინისტროს რეაგირებას და ყველა იმ პირის რეაქციას, ვისაც ეს საკითხი ეხება“, – წერს შენგელია.წყარო:iswavle.com

Share.