”მეორედ მოსვლა ახლოსაა, ეპიდემიები მხოლოდ დასაწყისია, ბიბლიაში რაც წერია ის ხდება…” – ქეთა თოფურიას მიმართვა საზოგადოებას

0

ქეთა თოფურიამ ცოტახნის წინ ინსტაგრამზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, მისი თქმით, ყველაფერი ისე ხდება, როგორც ბიბლიაშია აღწერილი.
„ვიღაცისთვის ეს სასაცილოა, ვიღაც ამას სერიოზულად აღიქვამს, სადაც წერია რომ იქნება მეორედ მოსვლა, აგრესია, სხვადასხვა პანდემიები, რომ ადამიანები იქნებიან იმდენად ბოროტად განწყობილნი ერთმანეთის მიმართ, რომ დაიწყება მესამე მსოფლიო ომი.

ამიტომ მეგობრებო, გთხოვთ ძალიან, გთხოვთ ნუ გაბოროტდებით, ახლა არის ძალიან კარგი დრო, რომ გადავაფასოდ ღირებულებები, ტყუილად არაფერი ხდება, იყავით კეთილები“, – აცხადებს მომღერალი.

Share.