ჟანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე რამდენიმე ხნის წინ დაქორწინდნენ. ჟანეტს უკვე ბავშვიც ეყოლა. 28 იანვარს ქვეყანას ანა სულაბერიძე მოევლინა. ჟანეტისთვის ანნა პირველი შვილია, ნოესთვის კი მესამე. ჟანეტის და ნოეს პირადი ცხოვრება ბევრს აინტერესებს, სწორედ ამიტომ ჟანეტმა გადაწყვიტა, “ინსტაგრამზე” გულშემატკივრების მიერ დასმული შეკითხვებისთვის გულწრფელად ეპასუხა.
– ძიძა გყავს თუ მარტო ზრდი?
– მენანება ძიძისთვის ბავშვის გაზრდის წამებიც კი, დედა მეხმარება.
– ვინ დაესწრო მშობიარობას?
– დედა და დეიდა – ორივე გინეკოლოგია და ისინი ესწრებოდნენ.
როგორი გრძნობაა დედობა?
– 2020 წლის 28 იანვრის მერე მივხვდი, რისთვის ვარსებობდი ამქვეყნად.წყარო:geoambebi.com