“მეზიზღები ჩემი თავი ამას რომ ვწერ,ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ..” – ნახეთ მაიკო კაჭკაჭიშვილი

0

სამოქალაქო აქტივისტი – კუკური ბარამიძე, იგივე დომენიკ მანგო უკრაინაში მოხალისედ იმყოფება. ის სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ დაწყებულია, უკრაინელი ლტოლვილების შესაფარებლად, მასპინძელი ოჯახების სიების შედგენა.ამ ამბავს გამოეხმაურა მუსიკოსი მაიკო კაჭკაჭიშვილი და ფეისბუკ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. ის მზადაა ლტოლვილი დედა-შვილი შეიფაროს.

„მე დედას და ბავშვს დავატევ სახლში, თქვენ?

წერია ნომრები, დარეკეთ მეგობრებო, შევიფაროთ, ვისაც როგორ შეგვიძლია…

სულ დაკავებაა მაგრამ არ დანებდეთ გავა ზარი როცა იქნება.

ახლა, ამას რომ ვწერ საკუთარი თავი მეზიზღება რამდენი ქართველი ბავშვია შესაფარებელი და არც კი მიფიქრია რომ შემეფარებინა, მაგრამ რაც შემეძლო სულ ვრიცხავდი და სინდისს ამით ვიმშვიდებდი…

ვეღარ გავიგე რა გავაკეთო….

არც თავის მოსაწონებლად ვწერ ამას…

უბრალოდ უნდა ვაღიარო, რომ უსუსური ვარ და ვერ ვარ ისეთი ძლიერი, რომ ყველა ადამიანს გვერდით დავუდგე ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად!!

ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ რომ ცხელი ომია, სიკვდილს გაურბიან და რასაც შევძლებ გავაკეთებ.

მაპატიეთ, რომ ვერ გავწვდები ბევრს, მიუხედავად იმისა ქართველი იქნება ის თუ უკრაინელი“, – წერს კაჭკაჭიშვილი.
წყარო:dainteresdi.club

Share.