”მეგონა ცუდად იყო, სულ ტიროდა…” – რას ყვება დედა, რომელმაც 7 თვის ჩვილი გაგუდა,16 წლის გოგომ მკვლელობის მიზეზი აღიარა

0

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში ამ საზარელმა მკვლელობამ გასულ წელს მთელი ქვეყანა შეძრა. არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის შვილი გაგუდა და სახლიდან გაიქცა. ბრალდებული მაშინ ცხელ კვალზე დააკავეს. სასამართლო პროცესები დახურული იყო, რადგან განსასჯელი არასრულწლოვანი გახლდათ.
გორის რაიონულმა სასამართლომ ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მომხდარის შესახებ იმთავითვე სხვადასხვა ვერსიები ვრცელდებოდა.
ცნობილი გახდა თუ რა უამბო სასამართლოს 16 წლის ბრალდებულმა, მ.შ-მ, რომელიც სამართალდამცავებმა ფაქტიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს.

„სასამართლოში რამდენჯერმე სპექტაკლი გაითამაშა, ვითომ ცუდად გახდა. თავიდან არ აღიარებდა, მაგრამ მერე ყველაფერი მოყვა. ვიღაც სხვა ბიჭთან ურთიერთობაზე ისაუბრა, რომელთანაც სურდა გაქცევა და მაგიტომაც მოიპარა სახლიდან ყველაფერი – ფული, ოქრო. წაეღო, მაგრამ ბავშვს, უცოდველ პატარას რას ერჩოდა?! რატომ გამოასალმა სიცოცხლეს?! უთქვამს, გაღიზიანებული ვიყავი, სულ ტიროდა და დეპრესია მქონდა ამის გამო, მეგონა ცუდად იყოო. მისთის ზემდეტი სიტყვა არავის უკადრებია ქმრის ოჯახში. მოიგონა, რომ თითქოს ცუდად ექცეოდნენ, თავს საშინელ ადამიანად გრძნობდა და ვითომ ამით საკუთარ თავს ტკივილი მიაყენა. დიახ, ასე თქვა – მინდოდა ტკივილი მიმეყენებინა საკუთარი თავისთვისო”, – გვიყვება გარდაცვლილი ჩვილის მამის ახლობელი.

წყარო: პრაიმტაიმი

Share.